დომნა ვისვიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომნა ვისვიზი
ბერძ. Δόμνα Βισβίζη
დაბადების თარიღი 1783
დაბადების ადგილი Aenus
გარდაცვალების თარიღი 1850
გარდაცვალების ადგილი პირეოსი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 საბერძნეთი

დომნა ვისვიზი (ბერძ. Δόμνα Βισβίζη დ. 1783, ენოსი — გ. 1850, პირეოსი) — საბერძნეთის რევოლუციისა და საბერძნეთის საზღვაო ძალების გმირი.

ენოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომნა ვისვიზი დაიბადა 1783 წელს აღმოსავლეთ თრაკიის ქალაქ ენოსში. იგი მდიდარი მიწის მესაკუთრეთა ოჯახიდან იყო. 1808 წელს თავის თანამემამულეზე, გემთმფლობელ ანტონის ვისვიზზე დაქორწინდა. საბერძნეთის რევოლუციის დასაწყისში ვისვიზის წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა. ანტონის ვისვიზი გაწევრიანებული იყო საიდუმლო ბერძნულ რევოლუციურ ორგანიზაციაში Filiki Eteria, რომელიც არსებობდა მე-19 საუკუნის დასაწყისში და მისი მიზანი იყო დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს შექმნა.

ვისვიზის წყვილის რევოლუციური საქმიანობა დაიწყო, თითქმის რევოლუციის დასაწყისში, 1821 წლის 5 მაისს, როდესაც მეამბოხე კუნძულ ფსარას გემები მიუახლოვდნენ ენოსს და ალყა შემოარტყეს ქალაქის ციხეს. წყვილმა მაშინვე შეაიარაღა მათი უმსხვილესი სავაჭრო გემი — „კალომირა“. აჯანყებულებმა აიღეს ციხე, თუმცა ქალაქი მხოლოდ რამდენიმე დღით დაიკავეს. ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქთან ახლოს აღმოსავლეთ თრაკიის ყველა ქალაქსა და სოფელში, ბერძენი მოსახლეობის აჯანყებები სწრაფად ჩაახშეს.[1] ვისვიზის წყვილმა 5 შვილი და მთელი ქონება, რისი გადატანაც შესაძლებელი იყო, „კალომირაზე“ დატვირთა და ბერძნულ ფლოტს გაჰყვა. „კალომირა“, შეიარაღებული 16 ქვემეხით და 140 ენოსის მეზღვაურით შემდგარი ეკიპაჟით, სამხედრო ხომალდად, და ამავე დროს ვისვიზების ოჯახის სახლად იქცა. გემი მონაწილეობდა საზღვაო ბრძოლებში ათონის მახლობლად და ლესბოსის და სამოსის კუნძულებზე.

ცენტრალურ მაკედონიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1821 წლის მარტში, ბერძნული რევოლუციის ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ მაკედონიის რეგიონებში, ბემანუელ პაპასი, გადმოვიდა „კალომირადან“ ესფიგმენის მონასტერში, ათონის მთაზე, სადაც ბერძენთა საიდუმლო ორგანიზაციის ინიციატორი იღუმენი ნიკიფორე ივირიტი იმყოფებოდა.[2] პარალელურად ვისვიზის გემზე მოხდა საბრძოლო მასალის მიწოდება.[3]

1821 წლის 17 მაისს ჰალკიდიკის ნახევარკუნძულის ბერძენი მოსახლეობა აჯანყდა.[4] თურქებმა მაშინვე მიმართეს აჯანყების ჩახშობის პირველ მცდელობებს და 18 მაისიდან, დაიწყეს სისხლიანი ტერორი სალონიკის ბერძენი მოსახლეობის წინააღმდეგ.[5] მას შემდეგ, რაც სალონიკის განთავისუფლების მცდელობისას, სამხედრო ლიდერი სტამატიოს კაპასასი გარდაიცვალა, ცენტრალურ მაკედონიაში აჯანყების ტალღა შენელდა.[6]

კასანდრას დაცემის შემდეგ 19 მონასტრის წინამძღვარმა მიმართა იღუმენ ესფიგმენს, რომ პაპასი თურქებისთვის გადაეცა. პაპასი იძულებული გახდა ვისვიზის გემით კუნძულ ჰიდრაზე გაქცეულიყო. შუა გზაზე ცენტრალური მაკედონიის ბერძნული რევოლუციის ლიდერი, ფიზიკურად და გონებრივად დაღლილი, „კალომირას“ ბორტზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ის პატივით დაკრძალეს ჰიდრაზე.[7]

ცენტრალურ საბერძნეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1822 წლის მარტში „კალომირამ“ და ვისვიზის სხვა უფრო მცირე გემებმა, მონაწილეობა მიიღეს კუნძულ სტილისზე დიმიტრი იფსილანტის, ოდისევს ანდროუცოსისა და ნიკიტარასის რაზმების დესანტის გადასხმაში, რომლთა მიზანი იყო გადაეკეტათ გზა დრამალ-ფაშას ჯარებისთვის ცენტრალურ საბერძნეთში. ამავდროულად, ვისვიზი პოლიტიკური შეთქმულების ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც ცენტრალური საბერძნეთის დროებითი ადმინისტრაციის პოლიტიკოსები, რომლებიც თავს „არიოს პაგოსი“ (არეოპაგუსი) უწოდბდნენ, „კალომირას“ ბორტზე აღმოჩნდნენ. ანდრუცოსი, რომელმაც წარმატებით მოიგერია 18000-კაციანი თურქული კორპუსის თავდასხმები, პოლიტიკოსებმა მიიწვიეს „კალომირას“ ბორტზე მოსალაპარაკებლად. ამავდროულად, ვისვიზს შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო მის მკვლელობაში. მან არა მხოლოდ უარი თქვა, არამედ განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც ამას შეეცდებოდა.[8] ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვისვიზი ბრზოლაში დაიღუპა. ბერძენი ისტორიკოსებისთვის, როგორებიცაა ფოტიადისი, კ. პაპადოპულოსი, სპილიადისი და განსაკუთრებით კი მისი თანამემამულებისთვის ენოსიდან, მისი მკვლელობა იყო არა თურქული ტყვიის, არამედ ბერძნული ტყვიის შედეგი.[9] კ. პაპადოპულოსი დარწმუნებულია ამაში და თვლის, რომ დროებითი ადმინისტრაციის ქმედებები გარდაცვლილის ქვრივის, მისი ოჯახისა და გემის მიმართ, დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ადასტურებს მის შეფასებას.[10]

კაპიტანი დომნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომნამ, ბრძოლა განაგრძო როგორც კაპიტანმა, მეგობარ სტავროსის დახმარებით, რომელიც ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ენიტისი, წარმოშობით ენოსიდან, „კალომირამ“, დომნას მეთაურობით, ოდისევსის რაზმი კონტინენტიდან დრამალი-ფაშას ძალებით გარშემორტყმულ კუნძულ ევბეაზე გადაიყვანა.

ბრძოლის დასასრულს დომნამ დაკრძალა მეუღლე, აგიონ ანარგირონის ეკლესიის მახლობლად, ევბეის კუნძულ ლივადაში. დომნა, რომელიც „კალომირას“ მეთაურობდა, საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 1823 წლამდე.

2 წლიანი უწყვეტი ბრძოლის შემდეგ ოჯახის ფინანსები ამოიწურა. გემის ეკიპაჟის შენარჩუნებისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის თანხები აღარ იყო. ბევრი მსურველი გამოჩნდა აეღო მმართველობა „კალომირაზე“, თუმცა დომნამ ყველა უარყო და ცდილობდა დაეცვა თავისი შვილების უფლებები გემზე. თუმცა სახსრების საბოლოო ამუწურვის შემდეგ, იძულებული გახდა „კალომირა“ მთავრობისთვის გადაეცა სახანძრო გემად.

გემის სანაცვლოდ ადმინისტრაციამ, რომელიც მანამდე „კალომირას“ რეზიდენციად იყენებდა, დომნას ნაპლიონში მიტოვებული, უფანჯრო, ოროთახიანი სახლი გადასცა სადაც, ჭირის ეპიდემიის დროს, ხუთი შვილიდან სამი გარდაეცვალა.

ფემისტოკლე ვისვიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1825 წელს ფრანგი გენერალი ჩავიდა რომში, როგორც პარიზის ფილელინის კომიტეტის ელჩი.[11] საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მან თან 10 ბავშვი წაიყვანა სასწავლებლად, ძირითადად კი ომის ცნობილი გმირების შვილები, როგორებიცაა კონსტანტინ კანარისი, იანიტისი, მარკოს ბოცარისი, ბალასკასი და სხვა. მათ შორის იყო ვისვიზის უფროსი ვაჟი დიმიტრიოს თემისტოკლესი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ბუნებრივი სილამაზით. საფრანგეთში ჩასვლისთანავე თემისტოკლე გახდა პარიზის ფილელინისტური წრეების საყვარელი ბავშვი და მიიღო მადამ რეკამიეს და ჰერცოგინიას დაბრანდესის მფარველობა. ფრანგმა მხატვარმა ადელ ტარდიმ დახატა თემისტოკლეს პორტრეტი, რომელიც იყიდებოდა ათასობით ბროშურების სახით მთელ საფრანგეთში, როგორც ახალგაზრდა ელინის წარმომადგენლის სახე.[12] [13][14][15] ერთ-ერთი გრავიურის ქვეშ ეწერა დომნას სიტყვები, რომელიც დამშვიდობებისას უთხრა თემისტოკლეს: „შენ გიშვილებს დიდსულოვანი საფრანგეთი. ალბათ მკვდარი ვიქნები როცა დაბრუნდები. როცა გაიზრდები, დაიმახსოვრე, რომ შური უნდა იძიო მამის სიკვდილის გამო“.[16]

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომნა დარჩა ერთადერთ ქალიშვილთან და ყველანაირი ფინანსური შემოსავალი გარეშე. საბუთებით, რომელიც ოდისევს ანდრუცოსმა, ნიკიტას სტამატელოპულოსმა, ანგელის გაცოსმა და ანტიმოს გაზისმა მისცეს დომნას, იგი ცდილობდა მიეღო კომპენსაცია განმათავისუფლებელ ომში ოჯახის ფინანსური წვლილისთვის და ასევე პენსია. დომნას კომპენსაცია არ მიუღია. 30 დრახმის მიზერული პენსიის მიღების შემდეგ, დომნა გადავიდა კუნძულ სიროსზე. დიმიტრიოს-თემისტოკლე, 1832 წელს, დაბრუნდა საბერძნეთში და დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშედ (1845 წლიდან 1876 წლამდე იყო ნაქსოსის მმართველი).

დომნა ქალიშვილ მარიორთან ერთად გადავიდა პირეოსში საცხოვრებლად, სადაც მისი ქალიშვილი საზღვაო ოფიცერზე დაქორწინდა.

დომნა ვისვიზი გარდაიცვალა პირეოსში 1850 წელს [17]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომნა ვისვიზის ბიუსტი საბერძნეთის დედაქალაქის Campus Martius-ზე, ომის სხვა გმირების ბიუსტების გვერდითაა განმათავისუფლებელი.

მცირე აზიიდან ბერძნული არმიის გამოსვლის შემდეგ და დიდი ძალების დაჟინებული მოთხოვნით, აღმოსავლეთ თრაკია, მათ შორის ენოსი, უბრძოლველად დაუთმეს თურქეთის ახალ რესპუბლიკას. მისი მშობლიური ენოსი, ისევე როგორც თითქმის მთელი აღმოსავლეთ თრაკია, 1919 წელს შევიდა საბერძნეთის ტერიტორიის შემადგენლობაში.


დომნას, ანტონისისა და თემისტოკლე ვისვიზის ძეგლები აღმართულია ენოსის საპირისპიროდ, საბერძნეთის სასაზღვრო ქალაქ ალექსანდროპოლში. ქალაქ ალექსანდროპოლის გიმნაზია ატარებს დომნა ვისვიზის სახელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Αποστ. Ε. Βακαλόπολος, Επίλεκτες Βασικές Πηγές της Ελληνικής Επαναστάσεως 1813—1825, Βάνιας Θεσσαλονίκη 1990,τομ А,σελ.310
  2. Douglas Dakin, The Unification of Greece 1770—1923, σελ.72, ISBN 960-250-150-2
  3. Κωνσταντίνος Αποστόλου Βακαλόπουλος,Επίτομη Ιστορία της Μακεδονίας, σελ. 109
  4. Αποστ. Ε. Βακαλόπολος, Επίλεκτες Βασικές Πηγές της Ελληνικής Επαναστάσεως 1813—1825, Βάνιας Θεσσαλονίκη 1990,τομ А,σελ.285
  5. Αποστ. Ε. Βακαλόπολος, Επίλεκτες Βασικές Πηγές της Ελληνικής Επαναστάσεως 1813—1825, Βάνιας Θεσσαλονίκη 1990,τομ А,σελ.287-288
  6. Δημήτρης Φωτιάδης, Ιστορία τού 21,ΜΕΛΙΣΣΑ,1971,τ.Β,σελ.83
  7. Δημήτρης Φωτιάδης, Ιστορία τού 21,ΜΕΛΙΣΣΑ,1971,τ.Β,σελ.84
  8. Δημήτρης Φωτιάδης, Ιστορία τού 21,ΜΕΛΙΣΣΑ,1971,τ.Β,σελ.207
  9. Δημήτρης Φωτιάδης, Ιστορία τού 21,ΜΕΛΙΣΣΑ,1971,τ.Β,σελ.208
  10. Παπαδόπουλου Κάρπου ,Οδυσσεύς Ανδρούτσος και Γ.Βαρνακιώτης, εκδ.΄Β,σ.58-59
  11. That Greece Might Still Be Free: The Philhellenes in the War of Independence - William St Clair - Βιβλία Google. ციტირების თარიღი: 2013-02-05.
  12. Δημητριάδης Γιώργος - Dimitriadis Giorgos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2013-02-05.
  13. Στέλιος Λυδάκης: «Οι Έλληνες Γλύπτες — Η νεοελληνική γλυπτική: ιστορία — τυπολογία — λεξικό γλυπτών», τόμ. 5ος, σελ. 312—314, Εκδοτικός οίκος «ΜΕΛΙΣΣΑ», Αθήνα, 1981
  14. Εγκυκλοπαίδεια Πάπυρος-Λαρούς-Μπριτάνικα, λήμμα «Δημητριάδης, Γεώργιος» (κείμενο Μ. Στεφανίδης), τόμ. 20, σελ. 177, Εκδόσεις Πάπυρος, Αθήνα, 1996
  15. Πανδέκτης: Βισβίζης Θεμιστοκλής. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2013-02-05.
  16. Church of Cyprus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2013-02-05.
  17. Η συμμετοχή του Θρακιώτη καπετάνιου Αντώνη Βισβίζη και της γυναίκας του, της αρχικαπετάνας Δόμνας Βισβίζη, στον Ελληνικό Εθνικοαπελευθερωτικό αγώνα της Εύβοιας και της Στερεάς …. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2013-02-05.