დომენიკო მოდუნიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომენიკო მოდუნიო

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 9 იანვარი, 1928
დაბ. ადგილი Polignano a Mare
წარმოშობა პოლინიანო-ა-მარე, აპულია, ბარის პროვინცია, იტალია
გარდ. თარიღი 6 აგვისტო, 1994 (66 წლის)
გარდ. ადგილი ლამპედუზა, სიცილია, იტალია
დასაფლავებულია Cimitero Flaminio
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, ხალხური მუსიკა, ნეაპოლიტანური სიმღერა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, პოლიტიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1953–1993
ლეიბლ(ებ)ი RCA, Fonit Cetra, Curci, Carosello, Panarecord, Decca, United Artists, Jubilee
საიტი domenicomodugno.it
დომენიკო მოდუნიო ვიკისაწყობში
დომენიკო მოდუნიო
Domenico Modugno
დომენიკო მოდუნიო Domenico Modugno
სენატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აპრილი 1990 – 22 აპრილი 1992

პარლამენტის ქვედა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივლისი 1987 – 18 აპრილი 1990

საარჩევნი ოლქიტურინი
მოქალაქეობაიტალიის დროშა იტალია
ეროვნებაიტალიელი
რეზიდენციარომი
პოლიტიკური პარტიაიტალიის რადიკალური პარტია
მამავიტო კოზიმო მოდუნიო
დედაპასკუა ლორუსო
მეუღლეფრანკა განდოლფი (1955–1994)
შვილებიმარჩელო მოდუნიო
მარკო მოდუნიო
მასიმო მოდუნიო
ფაბიო კამილი
პროფესიაარტისტი, მომღერალი

დომენიკო მოდუნიო (იტალ. Domenico Modugno; დ. 9 იანვარი, 1928, პოლინიანო-ა-მარე, აპულია, ბარის პროვინცია, იტალია — გ. 6 აგვისტო, 1994, ლამპედუზა, სიცილია, იტალია) — იტალიელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სან-რემოს ფესტივალის ოთხგზის (1958, 1959, 1962, 1966) გამარჯვებული და „გრემის“ ორი ჯილდოს (1959) მფლობელი. ერთ-ერთი პირველი იტალიელი არტისტი პოპულარული მუსიკის სფეროში, რომელმაც საყოველთაო აღიარება და საერთაშორისო „ვარსკვლავის სტატუსი“ მოიპოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღწეული შემოქმედებითი და კომერციული წარმატების თვალსაზრისით.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომენიკო მოდუნიო
დომენიკო მოდუნიო ევროვიზიაზე, „Volare (Nel blu dipinto di blu)“-ს შესრულებისას, 1958.

დომენიკო მოდუნიო დაიბადა 1928 წლის 9 იანვარს, ბარის პროვინციის კომუნა პოლინიანო-ა-მარეში (აპულია). მამამისი, ვიტო კოზიმო მოდუნიო, ქალაქის პოლიციის უფროსად მსახურობდა, დედა, პასკუა ლორუსო კი დიასახლისი იყო.[4][5]

დომენიკოს ადრეული წლებიდანვე სურდა მსახიობი გამოსულიყო და 1951 წელს, სამხედრო სამსახურის შემდეგ, ის სამსახიობო სკოლაში ჩაირიცხა. ჯერ კიდევ სწავლის დროს, მან როლი მიიღო ედუარდო დე ფილიპოს Filumena Marturano-ს კინემატოგრაფიულ ვერსიაში და ასევე რამდენიმე სხვა ფილმში.

თავდაპირველი პოპულარობა მოდუნიოს მოუტანა მისმა სიმღერამ „Lazzarela“ (ურელიო ფიეროს შესრულებით), რომელმაც 1957 წელს მეორე ადგილი დაიკავა ნეაპოლური სიმღერის ფესტივალზე (Festival della Canzone Napoletana).

უფრო წარმატებული გამოდგა მისი გამოსვლა იმავე ფესტივალზე 1964 წელს, როდესაც მისმა სიმღერამ „Tu si na cosa grande“ (ამჯერად, მისივე შესრულებით) პირველი ადგილი დაიკავა. მოდუნიოს ეს სიმღერები, მის სხვა სიმღერებთან ერთად, კლასიკურ ნეაპოლურ სიმღერათა რიცხვში შევიდა.

1958 წელს მონაწილეობა მიიღო სან-რემოს ფესტივალზე. დომენიკო მოდუნიოს და ფრანკო მილიაჩის თანაავტორობით შექმნილმა სიმღერამ „Nel blu dipinto di blu (Volare)“ — ჯერ ფესტივალზე გაიმარჯვა, ხოლო შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვა, რომლის ჩანაწერებიც უზარმაზარი ტირაჟით ვრცელდებოდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში.[6]

1958 წელსვე იგი „გრემის“ ორი ჯილდოს მფლობელი ხდება — წლის საუკეთესო სიმღერისა და წლის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერის ნომინაციაში (22 მილიონზე მეტი ასლი). იმავე სიმღერით, დომენიკო მოდუნიო, იტალიის სახელით, 1958 წლის ევროვიზიის კონკურსზე იღებს მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილს იკავებს.

2005 წელს ევროვიზიის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო საგანგებო კონკურსი სახელწოდებით „Congratulations“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო სიმღერების გამოვლენა ევროვიზიის არსებობის 50 წლის მანძილზე. დომენიკო მოდუნიოს სიმღერა „Nel blu dipinto di blu (Volare)“, რომელმაც 1958 წელს მესამე ადგილი დაიკავა, 2005 წელს აღიარეს კონკურსის ისტორიაში მეორე საუკეთესო სიმღერად — ABBA-ს „Waterloo“-ს შემდეგ. აღსანიშნავია, რომ თავად გამარჯვებული სიმღერის ავტორებმა — ბიორნ ულვეუსმა და ბენი ანდერსონმა ხმა მოდუნიოს სიმღერის სასარგებლოდ მისცეს.

1959 წელს მოდუნიო კვლავ იმარჯვებს სან-რემოს ფესტივალზე, ამჯერად, კომპოზიციით „Piove“ (ასევე, ცნობილია როგორც „Ciao, ciao bambina“), ხოლო 1960 წელს, იმავე ფესტივალზე, მეორე ადგილს იკავებს სიმღერით „Libero“. ეს იყო მეტად წარმატებული პერიოდი მოდუნიოს შემოქმედებაში, რომელიც 1959 წელს, იტალიის სახელით, კიდევ ერთხელ მონაწილეობს ევროვიზიის კონკურსზე, სადაც ამჯერად, მეექვსე ადგილს იკავებს.

1962 წელს მოდუნიო მესამედ იმარჯვებს სან-რემოს ფესტივალზე, სიმღერით „Addio…, addio…“, ხოლო 1966 წელს მეოთხედ ხდება ამავე ფესტივალის გამარჯვებული სიმღერით „Dio, come ti amo“.

დომენიკო მოდუნიომ სულ თერთმეტჯერ მიიღო მონაწილეობა სან-რემოს ფესტივალზე და აქედან ოთხჯერ გაიმარჯვა. მსგავსი შედეგის მიღწევა მის გარდა, მხოლოდ ერთმა იტალიელმა მომღერალმა, კლაუდიო ვილამ (იტალ. Claudio Villa) შეძლო, რომელიც, ასევე, ოთხჯერ (1955, 1957, 1962, 1967) გახდა სან-რემოს ფესტივალის ლაურეატი.[7]

1970-იან წლებში მოდუნიო, როგორც მუსიკოსი და მომღერალი, შედარებით მეტ ყურადღებას უთმობს უფრო კლასიკურ მუსიკალურ ჟანრებსა და მიმდინარეობებს. ასრულებს წამყვან სასიმღერო პარტიებს თანამედროვე საოპერო დადგმებში. ამას გარდა, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სატელევიზიო დადგმებში, როგორც მსახიობი.

1986 წლიდან დომენიკო მოდუნიო შემოქმედებითი ცხოვრებიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე ინაცვლებს და პოლიტიკაში ერთვება. მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. 1987 წელს, მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში, როგორც იტალიის რადიკალური პარტიის (იტალ. Partito Radicale, PR) წევრი. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოდუნიო იწყებს პარლამენტის დეპუტატის საქმიანობას, როგორც ტურინის წარმომადგენელი.

ცხოვრების ბოლო წლებში აქტიურად იბრძვის სოციალური დაცვის სფეროში დაგროვილ პრობლემათა გადასაჭრელად, მათ შორის აგრიჯენტოს ფსიქიატრიულ კლინიკაში არსებული პაციენტთა არაადამიანური საარსებო პირობების წინააღმდეგ.

დომენიკო მოდუნიო 1994 წლის 6 აგვისტოს, 66 წლის ასაკში, სიცილიის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ ლამპედუზაზე, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Lu pisce spada“
  • „Lazzarella“
  • „Nel blu dipinto di blu“ [8]
  • „La lontananza“
  • „Piove“ [9]
  • „Sopra i tetti azzurri del mio pazzo amore“
  • „Vecchio frac“
  • „Non piangere Maria“
  • „Amara terra mia“
  • „Stasera pago io“
  • „Il maestro di violino“
  • „Tu si 'na cosa grande“
  • „Questa è la mia vita“
  • „Addio...addio...“ [10]
  • „Piange... il telefono“

სან-რემოს ფესტივალზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდუნიო ოთხჯერ გახდა ფესტივალის გამარჯვებული (1958, 1959, 1962, 1966).

  • 1956 „Musetto“
  • 1958 „Volare (Nel blu dipinto di blu)“ (გამარჯვებული)
  • 1959 „Piove (Ciao, ciao bambina)“ (გამარჯვებული)
  • 1960 „Libero“ (მეორე ადგილი)
  • 1962 „Addio... addio...“ (გამარჯვებული)
  • 1964 „Che me ne importa a me“ (მეორე ადგილი)
  • 1966 „Dio, come ti amo“ (გამარჯვებული)
  • 1967 „Sopra i tetti azzurri del mio pazzo amore“
  • 1968 „Il posto mio“
  • 1971 „Come stai?“
  • 1972 „Un calcio alla città“
  • 1974 „Questa è la mia vita“ (მეორე ადგილი)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Domenico Modugno · Domenico Modugno was born at Polignano a Mare, Puglia, on January 9, 1928 and died in Lampedusa on 6 August 1994. A singer-songwriter, guitarist, actor, director and politician, he wrote and recorded about 230 songs, starred in 38 feature and 7 TV films, 13 theatrical plays, conducted television programs, and won four Sanremo Festivals. ItalyHeritage. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  2. Sanremo, le curiosità sul Festival della canzone italiana დაარქივებული 2019-05-14 საიტზე Wayback Machine. · Sanremo rappresenta il fiore all’occhiello della musica italiana. A pari merito due grandi artisti che lo vinsero per ben 4 volte: Domenico Modugno e Claudio Villa. OkNetwork. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  3. Domenico Modugno · Artist Biography by Drago Bonacich · Domenico Modugno became one of the first Italian artists in the popular music field able to achieve an international star status, touring worldwide and selling a million records released in different languages. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  4. Raffaele Lorusso (9 იანვარი, 2002). Polignano & 'Mister Volare' storia di un amore impossibile · Di quella ormai incanutita, che di Mimì Modugno ricorda ancora quella casetta in piazza Minerva numero 5 (oggi piazza Caduti di via Fani), in cui venne alla luce nella notte del 9 gennaio del 1928, i genitori, Vito Cosimo e Pasqua Lorusso, le marachelle di ragazzetto e le imprese di inguaribile "dongiovanni", e di quella che con le sue canzoni ha sorriso e ha pianto. La Repubblica. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  5. Antonella Gaeta (10 იანვარი, 2002). Era orgoglioso delle sue radici · Aula gremita: sui banchi del consiglio il sindaco, il prefetto Tommaso Blonda, il parlamentare Nicola Fusillo, i presidenti delle Province di Bari e Brindisi (rispettivamente Vernola e Nicola Frugis). E ancora: Giovanni Copertino (vicepresidente della Regione), Nicola Dione (sindaco di San Pietro Vernotico, la città nella quale la famiglia Modugno si trasferì dopo la nomina del padre di Domenico a comandante della polizia municipale), presentati dall' assessore comunale Annastasia Narracci. La Repubblica. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  6. Nel blu, dipinto di blu (Volare) დაარქივებული 2019-05-14 საიტზე Wayback Machine. is a song recorded by Italian singer-songwriter Domenico Modugno. Written by Franco Migliacci and Domenico Modugno, it was released as a single on 1 February 1958. Italian Songwriters. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  7. Claudio Villa (1926–1987) · Biography · One of the most representative Italian popular singers, Claudio Villa became famous nationwide in 1955, when he won the Sanremo Song Festival for the first time. During his career he won that prestigious award three more times (1957, 1962 and 1967), recorded more than 3,000 songs, sold 45 million records worldwide, and starred in 25 musical movies. IMDb (Internet Movie Database). წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2019.
  8. ასევე, ცნობილია როგორც „Volare“ (სან-რემოს გამარჯვებული სიმღერა, 1958), ფრანკო მილიაჩის (იტალ. Franco Migliacci) თანაავტორობით.
  9. ასევე, ცნობილია როგორც „Ciao, ciao bambina“ (სან-რემოს გამარჯვებული სიმღერა, 1959).
  10. სან-რემოს მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული სიმღერა, 1962.