შინაარსზე გადასვლა

დმიტრი ბოგომაზოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დმიტრი ბოგომაზოვი
მშობლიური სახელი Дмитро Михайлович Богомазов
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1964
სვერდლოვსკი, რსფსრ
მოქალაქეობა სსრკ, უკრაინა
საქმიანობა თეატრის რეჟისორი
ჯილდოები უკრაინის სახალხო არტისტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია

დმიტრი მიხაილოვიჩ ბოგომაზოვი (უკრ: Дмитро Михайлович Богомазов, ნამდვილი გვარია ჩეკულაევი; დ. 14 თებერვალი, 1964) ― უკრაინელი თეატრის რეჟისორი და პედაგოგი. ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი 2017 წლიდან, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა ეროვნული კავშირის წევრი, უკრაინის სახალხო არტისტი (2019),[1] უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2013).[2].

დმიტრი ბოგომაზოვი 1964 წლის 14 თებერვალს სვერდლოვსკში დაიბადა. სწავლობდ კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მეორე კურსის შემდეგ სწავლას თავი დაანება. სარეჟისორო დებიუტი 1993 წელს შედგა და მსმა სპექტაკლმა თეატრალური პრემია „კიევის პექტორალი“ დაიმსახურა. 1995 წელს კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა. მუშაობდა დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე კიევის დრამისა და კომედიის აკადემიურ თეატრში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]