დიგორა
| ქალაქი | |
|---|---|
|
დიგორა ოს. Дигорæ | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ფედერაციის სუბიექტი | ჩრდილოეთი ოსეთი |
| რაიონი | დიგორის რაიონი |
| კოორდინატები | 43°09′32″ ჩ. გ. 44°09′26″ ა. გ. / 43.15889° ჩ. გ. 44.15722° ა. გ. |
| დაარსდა | 1852 |
| ადრეული სახელები | ვოლნო-ხრისტიანოვსკი, ნოვოხრისტიანოვსკოე, ხრისტიანოვსკოე |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1964 |
| ფართობი | 9,19 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 451 მ |
| კლიმატის ტიპი | ზომიერი |
| ოფიციალური ენა | ოსური, რუსული |
| მოსახლეობა | 10 089[1] კაცი (2020) |
| სიმჭიდროვე | 1097,82 კაცი/კმ² |
| აგლომერაცია | 5 376 290 |
| ეროვნული შემადგენლობა | ოსები (დიგორელები) |
| სასაათო სარტყელი | UTC+3 |
| სატელეფონო კოდი | +7 86733 |
| საფოსტო ინდექსი | 363410 |
| ოფიციალური საიტი | амс-дгп.рф |
დიგორა[2][3] (რუს. Дигора, ოს. Дыгурæ) — ქალაქი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დიგორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[4] 10 089 მცხოვრები (2020).[1] მდებარეობს ოსეთის ვაკეზე, მდინარე ურსდონზე, რკინიგზის სადგურ არდონიდან 12 კმ-ში. დაარსდა 1852 წელს როგორც აული ვოლნო-ხრისტიანოვსკი (მოგვიანებით სოფ. ნოვოხრისტიანოვსკოე, ხრისტიანოვსკოე). 1924 წლიდან რაიონული ცენტრია; 1934 წლიდან ატარებს ახლანდელ სახელს. ქალაქის სტატუსი 1964 წელს მიენიჭა. გამორჩეული არქიტექტურული ძეგლებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია (2002), დრამატული თეატრი (1996). მოქმედებს გოფრირებული მუყაოს ტარის ქარხანა, სასურსათო კომბინატი; მიმდინარეობს ალკოჰოლური სასმელების წარმოება (რუსულ-ირლანდიური საწარმო „ბერდ-ლავერა“, მ.შ. ღვინო, ლიქიორ-არაყისა და კონიაკის პროდუქცია) და სხვ.[4]
ქალაქის შემოგარენში ბევრი ტურისტული ობიექტია, მათ შორის, დიგორის ხეობა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2020 года. krsdstat.gks.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 52.
- ↑ ელერდაშვილი ა., დიგორა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Замятина Н. Ю. ДИГОРА // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 729.