შინაარსზე გადასვლა

დისტრიბუტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დისტრიბუტორი (ინგლ. distribution – განაწილება) — კომპანია, მეწარმე, რომელსაც მინიჭებული აქვს გარკვეული სახის საქონლის შესყიდვისა და გასაღების უფლება წინასწარ განსაზღვრული ბაზრის ან ცალკე ტერიტორიის მონაკვეთზე.

დისტრიბუტორის ფუნქციაში მოიაზრება შუამავლის ყველა ვალდებულება, რომელიც უკავშირდება მარკეტინგულ საქმიანობას — ბაზრის მოთხოვნას, ლოგისტიკას, ფასის დადგენას, რეკლამის ორგანიზაციას, მომხმარებელზე კრედიტის გაცემას და სხვ.

დისტრიბუტორი განსაზღვრავს სარეალიზაციო საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, ქმნის საჭირო ასორტიმენტისა და ოდენობის დამატებით ღირებულებას, მიდის ფინანსურ რისკზე, როდესაც საქონელში აბანდებს კაპიტალს, ინახავს ან ყიდის საქონელს, აკრედიტებს საქონელმწარმოებლებს. დისტრიბუტორები იკვლევენ და აფართოებენ პროდუქციის შეძენის ახალ და ალტერნატიულ წყაროებს, აღრმავებენ კავშირს მომწოდებლებთან და აწვდიან მათ ინფორმაციას სამომხმარებლო მოთხოვნის შესახებ, ხელს უწყობენ საქონლის წარმოების გადიდებას და ასორტიმენტის გაფართოებას.