დისნეიუორლდი
იერსახე
დისნეიუორლდი (ინგლ. Disney World; ოფიც. — „უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრი“, ინგლ. Walt Disney World Resort) — მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრი. მის შემადგენლობაში შედის ოთხრი თემატური პარკი, ორი აკვაპარკი, 23 თემატური სასტუმრო, მრავალრიცხოვანი მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და გასართობი ადგილები. ეკუთვნის კომპანიას Walt Disney Parks and Resorts — The Walt Disney Company შვილობილი. მდებარეობს აშშ-ის შტატ ფლორიდის ქალაქ ორლანდოს სამხრეთ-დასავლეთში. გაიხსნა 1971 წლის 1 ოქტომბერს, რის გამოც მანამდე ნაკლებადცნობილი მცირე ზომის დასახლებული პუნქტიდან ორლანდო მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ ცენტრად გადაიქცა.