დინ ლიჟენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინ ლიჟენი

ქვეყანა (სპორტი) ჩინეთის დროშა ჩინეთი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1992 (1992-10-22) (31 წლის)
დაბადების ადგილი ვენჭოუ, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (2009)
ფიდე რეიტინგი 2780[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2816 (2018 წლის ნოემბერი)
ჯილდოები და პრემიები მსოფლიო ჩემპიონი (2023)

დინ ლიჟენი (ჩინ.: 丁立人; დ. 22 ოქტომბერი, 1992, ვენჭოუ, ჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-17 ჩემპიონი ჭადრაკში. პირველი ჩინელი, რომელიც ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა მამაკაცებს შორის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინ ლიჟენი 2009, 2011 და 2012 წლებში ჩინეთის ჩემპიონი იყო ჭადრაკში მამაკაცებს შორის. 2017 წელს ჩინეთში პირველი მოჭადრაკე მამაკაცი გახდა, რომელიც გავიდა პრეტენდენტების ტურნირზე ჭადრაკში, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. ის ერთადერთი იყო ამ ტურნირზე, რომელსაც პარტია არ წაუგია.

მსოფლიო ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის პრეტენდენტების ტურნირზე მადრიდში მეორე ადგილი დაიკავა, რამაც კარლსენის მიერ მსოფლიო ჩემპიონის წოდებისთვის მატჩში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, უფლება მისცა იან ნეპომნიაშჩისთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელ მატჩში მიეღო მონაწილეობა.[2]

2023 წლის აპრილში ლიჟენმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მატჩში რუსეთის წარმომადგენელი იან ნეპომნიაშჩი დაამარცხა საერთო ანგარიშით 9½ : 8½ (7 : 7 ძირითადი პარტიები და 2½ : 1½ დამატებითი) და გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]