დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა
შრი-ლანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი 1993 – 12 ნოემბერი 1994
წინამორბედირანასინგჰე პრემადასა
მემკვიდრეჩანდრიკა კუმარატუნგა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მარტი 1989 – 7 მაისი 1993
წინამორბედირანასინგჰე პრემადასა
მემკვიდრერანილ ვიკრემასინგჰე

ჩრდ-დასავლეთის პროვინციის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1988 – 1989

დაბადებული15 თებერვალი 1916
უდუნუვარა ცეილონი
გარდაცვლილი21 სექტემბერი 2008
კანდი შრი-ლანკა
ეროვნებასინჰალი
პოლიტიკური პარტიაგაერთიანებული ეროვნული პარტია
რელიგიაბუდიზმი

დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა - შრი-ლანკელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 1993-1994 წლებში, პრემიერ-მინისტრი 1989-1994 წლებში, და ჩრდილოეთ-დასავლეთის პროვინციის გუბერნატორი 1988-1989 წლებში.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საშუალო კლასის სინჰალი ბუდისტის ოჯახში. განათლება მიიღო სანტ ენდრიუს კოლეჯში, კანდის მუნიციპალიტეტის ქალაქ გამპოლაში. იგი თავიდანვე ახლო კავშირში იყო პოლიტიკურ წრეებთან. გაერთიანებულ ნაციონალურ პარტიაში გაწევრიანდა 1946 წელს. პარლამენტის რიგებს დაუბრუნდა 1977 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად და გახდა ინფორმაციისა და რადიომაუწყებლობის მინისტრი ჯუნიუს ჯაიევარდენეს კაბინეტში. მისი პრემიერობის დროს ეკავა ტელეკომუნიკაციების, გზათა და სოფლის მეურნეობის მინისტების პოსტები. 1993 წლის 1 მაისს, საპირველმაისო აღლუმზე, კოლომბოში "თამილის ვეფხვებმა" მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი რანასინგჰე პრემადასა და კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა პრემადასას საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე დაიკიავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიჯეტუნგამ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა გარდაიცვალა 2008 წლის 21 სექტემბერს კანდის ჰოსპიტალში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
რანასინგჰე პრემადასა
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი

19891993
შემდეგი:
რანილ ვიკრემასინგჰე
წინამორბედი:
რანასინგჰე პრემადასა
შრი-ლანკის პრეზიდენტი

19931994
შემდეგი:
ჩანდრიკა კუმარატუნგა