მაჰინდა რაჯაპაქსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაჰინდა რაჯაპაკსა)
მაჰინდა რაჯაპაქსა
მაჰინდა რაჯაპაქსა
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ნოემბერი, 2019 – 9 მაისი, 2022
ვიცე-პრეზიდენტი  რანილ ვიკრამასინგჰე
პრეზიდენტი  გოტაბაია რაჯაპაქსა
წინამორბედირანილ ვიკრამასინგჰე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი 2005 – 9 იანვარი, 2015
პრემიერ-მინისტრირატნასირი ვიკრემანაიაკე
წინამორბედიჩანდრიკა კუმარატუნგა
მემკვიდრემაითრიპალა სირისენა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი 2004 – 19 ნოემბერი 2005
პრეზიდენტიჩანდრიკა კუმარატუნგა
წინამორბედირანილ ვიკრემასინგჰე
მემკვიდრერატნასირი ვიკრემანაიაკე

დაბადებული18 ნოემბერი 1945
ვირაკეტია შრი-ლანკა
რელიგიაბუდიზმი

მაჰინდა რაჯაპაქსა (ინგლ. Percy Mahendra 'Mahinda' Rajapaksa, დ. 18 ნოემბერი 1945, ვირაკეტია, შრი-ლანკა) — შრი-ლანკის პრეზიდენტი 2005-2015 წლებში, პრემიერ-მინისტრი 2004-2005 და 2019-2022 წლებში. თავისუფლების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (პარტია შედის სახალხო ალიანსში).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შრი-ლანკის სამხრეთ პროვინციაში. იურისტის ოჯახში, მამამისი იყო პარლამენტის წევრი 1947-1960 წლებში. იურისტის განათლება მიიღო გერმანიის ქალაქ ჰალეს კოლეჯში და შემდეგ კოლომბოს უნივერსიტეტში. 1970 წელს გახდა შრი-ლანკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი. არის მემარცხენე-ცენტრისტი. 1994-2001 წლებში მუშაობდა მთავრობაში. ჯერ ეკავა შრომის მინისტრის თანამდებობა, შემდეგ კი მეთევზეობისა. 2001-2004 წლებში იყო საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი.

2004 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სახალხო ალიანსის გამარჯვების შემდეგ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პრეზიდენტად აირჩიეს 2005 წელს, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკის უზენაესმა სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის ჩანდრიკა კუმარატუნგას საპრეზიდენტო ვადა დასრულებულად გამოაცხადა 2005 წელს. 2015 წელს არჩევნებში დამარცხდა მაითრიპალა სირისენასთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
რანილ ვიკრემასინგჰე
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი

20042005
შემდეგი:
რატნასირი ვიკრემანაიაკე
წინამორბედი:
ჩანდრიკა კუმარატუნგა
შრი-ლანკის პრეზიდენტი

20052015
შემდეგი:
მაითრიპალა სირისენა