დიმიტრი ერისთავი (ქიმიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიდამონ-ერისთავი.
დიმიტრი ერისთავი
დაბ. თარიღი 20 მარტი 1903(1903-03-20)
დაბ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 აგვისტო 1971(1971-08-18) (68 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ქიმია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიმიტრი იოსების ძე სიდამონ-ერისთავი (დ. 20 მარტი, 1903, თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1971, იქვე) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მესამე ტექნიკუმში მიიღო საშუალო სპეციალური განათლება და სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს ქიმიკოსის კვალიფიკაციით. მალე მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც განვლო ღირსეული გზა კათედრის ასისტენტიდან პრორექტორობამდე. პარალელურად 1930 წლიდან ოცი წლის მანძილზე განაგებდა განყოფილებას ახლადდაარსებულ ქიმიის ინსტიტუტში.

იყო 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ანალიზურ ქიმიაში, მათ შორის 9 მონოგრაფიაა და 4 სახელმძღვანელო. მისი ფუნდამენტური გამოკვლევები აღიარებულია როგორც ჩვენში ასევე უცხოეთშიც. დიდი დამსახურება მიუძღვის მეცნიერს საქართველოში ანალიზური ქიმიის განვითარების საქმეში. მან შექმნა იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის მთელი რიგი ახალი მეთოდები; დაამუშავა იშვიათ და გარდამავალ ელემენტთა დაყოფის ქრომატოგრაფიული საკითხები, გამოიკვლია ჩვენი მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 136, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]