დილარ ივარდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დილარ ივარდავა (დ. 28 დეკემბერი, 1940, ზედა ეწერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 26 მარტი, 2022) — ქართველი მთარგმნელი, პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1965 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული "ასე იწყება ლერწმის შრიალი". ძირითადი კრებულებია: "რტოები არ იმსხვრევიან" (1968), "ჩუქურთმა ხეზე" (1969), "ლარჭემის ხმები" (1971), "ნათლის სამოსელი" (1973). ლექსთა ციკლებისათვის "ყინული ლღვება", "სადაც ­ზღვაა და ლურჯი მთებია", "მზეო, მაცოცხლებელო", "გმირული ორატორია", "ჩემი ცხოვრების ხუთი ფურცელი". 1998-2002 წლებში მისი ლექ­სები და "ესეისტური ეტიუდები", რამდენიმე წიგნად გამოვიდა. წარმატებულია მისი როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობაც. თარგმნილი აქვს სხვადასხვა პოეტების ლექსები. თავად მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • 2005 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 2000 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1978 - სა­ქართველოს კომკავ­ში­რის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ესეისტური ეტიუდები, თბ., ინტელექტი, 2010, გვ. 352 ISBN 978-9941-420-96-2
  • ჟამი გოდებისა წ.1., თბ., 1998, გვ. 424
  • გაფრენილი ციცარი, თბ., ნაკადული, 1988, გვ. 87
  • ჟამი : ლექსები, თბ., მერანი, 1986, გვ. 110
  • თიბათვე : ლექსები, თბ., საბჭოთა საქართველო, 1985, გვ. 214

ლიტერატურა=[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენციკლოპედია - ტ. IV. თბ., 2018., გვ. 213

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]