დიდი სვინტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი სვინტრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  სვინტრი
სახეობა:  დიდი სვინტრი
ლათინური სახელი
Polygonatum glaberrimum K.Koch, 1849

დიდი სვინტრი (ლათ. Polygonatum glaberrimum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ფართო და ოვალური, ქვემოდან — ლეგა, შიშველი, ზოგჯერ ქვემო მხრიდან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი, მოკლეყუნწიანი. თითო ან ორ-ორი, მოკლეყუნწიანი ყვავილები. თეთრი გვირგვინი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონში, ენდემური მცენარეა. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში — ფოთლოვან, მუქწიწვიან ტყეებში, ბუჩქნარში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 66.