დიდი სერბეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი სერბეთის რუკა

დიდი სერბეთი (სერბ. Велика Србија) – სერბი რადიკალ-ირედენტისტების პოპულისტური იდეა. მიმართული დიდი ხორვატიისა და დიდი ალბანეთის იდეის წინააღმდეგ.

დიდი სერბეთის იდეას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში, როდესაც ელიტარულ წრეებში მომწიფდა სერბეთის ოსმალეთის ბატონობისაგან გათავისუფლებისა და სამხრეთ სლავების ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხი. 1808 წელს ყარაგეორგევიჩების მთავრობის მინისტრმა ივან იუგოვიჩმა შექმნა მომავალი სერბიული სახელმწიფოს გეგმა, რომელიც მოიცავდა ძველ სერბეთს (თანამედროვე კოსოვო), ჩერნოგორიას და ბოსნიია-ჰერცეგოვინას. თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა პროექტზე და აღნიშნა, რომ გეგმა ნაადრევია.

1844 წელს იდეა კვლავ ააღორძინა სერბეთის სამთავროს პოლიტიკურმა მოღვაწემ ილია გარაშანინმა[1]. დიდი სერბეთის იდეამ გაიჟღერა ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც.

აღნიშნული იდეის ახალი აღორძინება მოხდა XX სუკუნის 80-იან წლებში რადიკალური პარტიის მიერ, რომლის ლიდერიც არის ვოისლავ შეშელი. მათი აზრით დიდ სერბეთს უნდა მოეცვა ბოსნიის, ჰერცეგოვინის, მაკედონიისა და ჩერნოგორიის მიწები, თუმცა იუგოსლავიის ომების შემდეგ იდეამ დაკარგა აქტუალობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]