მონების დიდი ტბა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი მონების ტბა)
მონების დიდი ტბა | |
---|---|
Grand lac des Esclaves | |
კოორდინატები: 61°40′ ჩ. გ. 114°00′ დ. გ. / 61.667° ჩ. გ. 114.000° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 614 მ |
აუზის ფართობი | 971,000 კმ² |
მონების დიდი ტბა (ფრანგ. Grand lac des Esclaves) — მეორე უდიდესი ტბა კანადის, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაში, ტბა მდებარეობს კანადის უდიდესი დიდი დათვის ტბის სამხრეთით. მონების დიდ ტბას ფართობის მხრივ მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია. ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენს 28 930 კმ²-ს. აქედან გამოედინება მრავალი დიდი და მცირე მდინარე, მათგან აღსანიშნავია კანადის ყველაზე გრძელი მდინარე მაკენზი; მონების დიდ ტბაში ჩაედინება მონების მდინარე. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ადგილობრივი ინდიელები. მონების დიდი ტბა ინგლისურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 1771 წელს.