დიდი იქი (საკმარის შენაკადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი იქი

დიდი იქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი
სათავე ზილაირის პლატო
52°41′08″ ჩ. გ. 57°33′55″ ა. გ. / 52.68556° ჩ. გ. 57.56528° ა. გ. / 52.68556; 57.56528
შესართავი საკმარა
51°49′24″ ჩ. გ. 56°23′22″ ა. გ. / 51.82333° ჩ. გ. 56.38944° ა. გ. / 51.82333; 56.38944
სიგრძე 341 კმ
აუზის ფართობი 7 670 კმ²
მდინარის სისტემა საკმარაურალიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 61 მ³/წმ
დიდი იქი (საკმარის შენაკადი) — ბაშკირეთი
დიდი იქი (საკმარის შენაკადი)
დიდი იქი (საკმარის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
დიდი იქი ვიკისაწყობში

დიდი იქი (რუს. Большой Ик; ბაშკ. Оло Эйек) — მდინარე რუსეთში, ბაშკირეთსა და ორენბურგის ოლქში. მდინარე საკმარის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 341 კმ, აუზის ფართობი 7 670 კმ². საერთო ვარდნა დაახლოებით 545 მ. მდინარის ხეობის ფერდობები ზილაირის პლატოს ფარგლებში ძირითადად ციცაბო და კლდოვანია, ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილი. სათავე აქვს ზილაირის პლატოს რაიონში. ძირითადად იკვებება თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავში 61 მ³/წმ. აუზის რელიეფი ძლიერ არის დანაწევრებული ეროზიული ქსელით, — ღრმა ხეობებითა და ხევებით. აუზის აღმოსავლეთი ნაწილი მოქცეულია ზილაირის პლატოს ფარგლებში, რომელიც დევონური და კარბონული ასაკის ალევრიტებისა და კირქვების შუაშრეებთან ერთად აგებულია ქვიშაქვებითა და თიხოვანი ფიქლებით. დასავლეთი ნაწილი ვაკეა, აგებულია პერმული ასაკის ქვიშაქვებით, კირქვებით, მერგელებით, დოლომიტებითა და ალევრიტებით. სოფელ ისიანგულოვოს მიდამოებში გავრცელებულია კარსტული ფორმები: ძაბრები, მიწისქვეშა ტბები, მღვიმეები და სხვა. მდინარე ზემო დინებაში წარმოქმნის ხეობას, ხოლო ქვემოთში ჭალის ტბებს. მარჯვნიდან ერთვის მდინარე პატარა იქი, ხოლო მარცხნიდან ინიაქი, დიდი სურენი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]