საკმარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საკმარა

საკმარა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი
სათავე ურალთაუს ქედი
53°17′58″ ჩ. გ. 58°07′35″ ა. გ. / 53.29944° ჩ. გ. 58.12639° ა. გ. / 53.29944; 58.12639
სათავის სიმაღლე დაახლოებით 800 მ
შესართავი ურალი
51°46′20″ ჩ. გ. 55°01′36″ ა. გ. / 51.77222° ჩ. გ. 55.02667° ა. გ. / 51.77222; 55.02667
სიგრძე 798 კმ
აუზის ფართობი 30 200 კმ²
მდინარის სისტემა ურალიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 144 მ³/წმ
საკმარა — ბაშკირეთი
საკმარა
საკმარა
— სათავე, — შესართავი
საკმარა ვიკისაწყობში

საკმარა (რუს. Сакмара; ბაშკ. Һаҡмар ) — მდინარე რუსეთში. გაედინება ბაშკირეთისა (348 კმ) და ორენბურგის ოლქის (412 კმ) ტერიტორიაზე. ერთვის მდინარე ურალს მარჯვენა მხრიდან. სიგრძე 798 კმ, აუზის ფართობი 30 200 კმ². საერთო ვარდნა 570 მ. სათავე აქვს ურალთაუს ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე. გაედინება ფართო მთის ხეობაში, გარს უვლის ზილაირის პლატოს, იჭრება ღრმა ხეობაში და დასავლეთისაკენ უხვევს. ძირითადად თოვლის წყლით იკვებება. წყალდიდობა აპრილიდან ივნისის დასაწყისამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავიდან 55 კილომეტრზე 144 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილში. საკმარა საკმაოდ უხვწყლიანი მდინარეა. დამახასიათებელია სწრაფი დინება, ორენბურგის სიახლოვეს შედარებით წყნარი. მდინარეში წყალი ზაფხულშიც კი ცივია. სიგანე ადგილ-ადგილ 80 მეტრამდეა და მეტიც, ხოლო სიღრმე 5 მ-მდე. მდინარე ურალის წყლის ტემპერატურასთან შედარებით, ტემპერატურა საკმარაში 2°C-ით დაბალია. მდინარის აუზის ზილაირის პლატოს ფარგლებშია მოქცეულია, რომელიც აგებულია მაქსიუტოვის მეტამორფული კომპლექსის ქანებით; ნაწილობრივ მასზე კარსტია განვითარებული. აუზის ტყიანობა 75 %-ს შეადგენს. დიდი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ზილაირი, დიდი იქი და სალმიში. ქვემო დინებაში სანაოსნოა. მდინარის ნაპირზეა ქალაქი კუვანდიკი, ხოლო შესართავის სიახლოვეს სოფელი საკმარა, მდინარე ურალზე ორენბურგი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]