დიდი ვაშლი
„დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple) — ქალაქ ნიუ-იორკის მეტსახელი ან ალტერნატიული ტოპონიმი. მეტსახელის პოპულარობა განაპირობა 1970-იან წლებში ნიუ-იორკის კონვენციისა და ვიზიტორთა ბიუროს პრომო-კამპანიამ. მისი ადრეული წარმოშობის ისტორია ნაკლებად ცნობილია. ყველაზე სანდო ვარაუდია 2004 წელს ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების ვერსია, რომლის მიხედვით ეს მეტსახელი პირველად პოპულარიზებული იყო ჯონ ფიცჯერალდის მიერ, რომელმაც ის პირველად გამოიყენა „ნიუ-იორკ მორნინგ ტელეგრაფის“ ცხენით ჯირითის სიახლეების გვერდზე, 1921 წელს. შემდეგში მან მეტსახელის წარმოშობა 1924 წლის 18 თებერვლის სტატიაში ახსნა, მიანიჭა რა მისი მოგონება შავკანიან ამერიკელ მეჯინიბეს ნიუ-ორლეანიდან:
„დიდი ვაშლი. ყველა ვაჟკაცის ოცნება, რომელსაც კი ოდესმე ფეხი გადაუსვრია ჯიშიან ცხენზე, და ყველა ცხენოსნის მიზანი. არსებობს მხოლოდ ერთი დიდი ვაშლი. ეს ნიუ-იორკია...“
|
1920-იან წლებში ნიუ-იორკის საცხენოსნო ჯირითები ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა, ასე რომ ნიუ-იორკში ჯირითზე მოხვედრა, დიდი პატივი, ჯილდო, ანუ ალეგორიულად — „დიდი ვაშლი“, იყო.
ერთი დეკადით გვიან მრავალი ჯაზის მუსიკოსი ქალაქს, განსაკუთრებით კი ჰარლემს, „დიდ ვაშლს“ უწოდებს, გულისხმობენ რა მასში მსოფლიოს ჯაზის დედაქალაქს. მალე ეს მეტსახელი ნიუ-იორკ სიტისა და მისი კულტურული ნაირფეროვნების სინონიმი გახდა. ადრეულ 1970-იანებში ამ სახელმა დიდი როლი შეასრულა ქალაქისთვის ტურისტული ეკონომიკის წამოწევის კამპანიაში. ამჟამად ეს მეტსახელი ქალაქის საერთაშორისო განსაზღვრებად იქცა და ასოცირდება ნიუ-იორკის კულტურულ და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან. დასავლეთ 54-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხე, სადაც ჯონ ფიცჯერალდი ცხოვრობდა 1934-1963 წლებში, ამჟამად „დიდი ვაშლის კუთხედ“ იწოდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Giuliani creates Big Apple Corner from the February 1997 Archives of the Mayor's Press Office
- The Big Apple Research on the term's history from amateur etymologist Barry Popik
- Straight Dope article