დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით
Didgori Meomari with 120 mm mortar module.jpg
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით
ტიპი: მობილური 120 მმ ნაღმმტყორცნი
ქვეყანა: საქართველოს დროშა საქართველო
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
შემუშავებულია: 2018 წელი
მწარმოებელი: სსსტც „დელტა“
მახასიათებლები
მასა, კგ: 8200 კგ (საბრძოლო მასა)
დაჯავშნა: EN1063 სტანდარტის BR7+ დონე
ძრავის ტიპი და მოდელი: ორმაგი ტურბო დიზელის ძრავა
სიჩქარე, კმ/ს: 120 კმ/სთ
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ.: 300 ც.ძ
სვლის მარაგი, კმ: 500 კმ
ძირითადი შეიარაღება: 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდული
სიგრძე, მმ: 7240 მმ
სიგანე, მმ: 2350 მმ
სიმაღლე, მმ: 2870 მმ
ეკიპაჟი: 5 ჯარისკაცი

დიდგორი მეომარი 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნის მოდულით — გადმოსადგმელი 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის პროტოტიპი.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნილია 2018 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ.

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოსადგმელი 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი „დიდგორი მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. 120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმმტყორცნისგან განსხვავებული, შედარებით დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.სალაშქრო მდგომარეობაში ლულა სპეციალური ჩამკეტი მექანიზმით ფიქსირდება. საბრძოლო ნაწილის სროლითი ბალისტიკური მონაცემები იდენტურია „დელტას“ წარმოებული კლასიკური კონსტრუქციის ბუქსირებადი ნაღმმტყორცნისა. სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ნაღმებით სროლა შესაძლებელია სრული მუხტებით, მაქსიმალურ 7100 და მინიმალურ 480 მეტრამდე მანძილზე. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის სხვადასხვა ტიპის ნაღმების სროლა. მანქანის საბრძოლო კომპლექტი 24 ნაღმისგან შედგება, რომლებიც საარტილერიო მოდულის ორივე მხარეს სპეციალურ სათავსოებში 12-12 ცალია განთავსებული. ნაღმმტყორცნის ტექნიკური სწრაფსროლა სტანდარტული ბუქსირებადის მსგავსად წუთში 15 გასროლაა. არსებულ მოდულზე შესაძლებელია სხვა ტიპის 120 მმ კალიბრიანი გლუვ და კუთხვილლულიანი ნაღმმტყორცნების ინტეგრაციაც.

ჯავშანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანქანის ორფენიანი ჯავშანი EN1063 სტანდარტის BR7+ დონეს შეესაბამება და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას გააჩნია რამდენიმე სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.

დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ზე

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიგრძე - 7240 მმ
  • სიგანე - 2350 მმ
  • სიმაღლე - 2870 მმ
  • საბრძოლო მასა - 8200 კგ
  • სვლის მარაგი - 500 კმ
  • ძრავის სიმძლავრე - 300 ცხ/ძალა
  • გადაცემათა კოლოფი - ავტომატური
  • მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/სთ
  • ეკიპაჟი - 5 კაცი
  • ჯავშნის დონე - EN1063 სტანდარტით BR7+
  • შეიარაღება - 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნის მოდული
  • სროლის მინიმალური მანძილი - 480 მეტრი
  • სროლის მაქსიმალური მანძილი - 7100 მეტრი
  • ლულის ამაღლების კუთხე - +45° - +80°
  • ლულის მობრუნების კუთხე ფიქსირებულ საყრდენ ორფეხაზე - ±5°
  • სამიზნე მოწყობილობა - ოპტიკური ან ინერციული დამიზნების ბლოკი.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
  • დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
  • დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]