დიდგორი მეომარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდგორი მეომარი
Didgori-meomari.jpg
დიდგორი მეომარი
ტიპი: მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა
ქვეყანა: საქართველოს დროშა საქართველო
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
მწარმოებელი: სსსტც „დელტა“
მახასიათებლები
მასა, კგ: 5620 კგ (7000 კგ საბრძოლო წონა)
დაჯავშნა: EN1063 სტანდარტის BR7+ დონე
ძრავის ტიპი და მოდელი: ორმაგი ტურბო დიზელის ძრავა
სიჩქარე, კმ/ს: 120
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ.: 356 ც.ძ (ცხენის ძალა)
სვლის მარაგი, კმ: 500 კმ
შეჩერება: თვლიანი 4x4 ფორმულით
ძირითადი შეიარაღება: ოპციონარული
ეკიპაჟი: 3+2 ჯარისკაცი

დიდგორი მეომარი — მრავალფუნქციური მოდულური ჯავშანმანქანა. წარმოადგენს უნივერსალურ მოდულურ პლატფორმას სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნილია 2018 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯავშანმანქანა გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით. მანქანის ეკიპაჟი შედგება 5 კაცისგან: მანქანის მეთაური, მძღოლ მექანიკოსი, დისტანციური მოდულის ოპერატორი და ორკაციანი დესანტი ან სხვადასხვა მძიმე შეიარაღების ოპერატორი. მოდიფიცირებული და გაძლიერებული სავალი ნაწილი სხვადასხვა რელიეფზე შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.

ჯავშანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანქანის ორფენიანი ჯავშანი EN1063 სტანდარტის BR7+ დონეს შეესაბამება და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას გააჩნია რამდენიმე სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.

შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანქანის მულტიფუნქციური პლატფორმა საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟდეს შეიარაღების სხვადასხვა სისტემები. კორპუსის უკანა ნაწილი წარმოადგენს მოდულურ ნაკვეთურს რომელზეც მანქანის მოდიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების მოდულის მიბმა, როგორებიცაა ავტომატიზირებული ნაღმმტყორცნის მოდული, სადაზვერვო მოდული, ტანკსაწინააღმდეგო მოდული, საზენიტო მოდული, რადიოქიმიური დაზვერვის მოდული და სხვა.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]