საბრძოლო მანქანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
M1128 საბრძოლო მანქანა

საბრძოლო მანქანები – შეჯავშნული, მუხლუხიანი ან თვლიანი მაღალი გასავლიანობის მქონე თვითმავალი მანქანები მათზე დამონტაჟებული შეიარაღებით. საბრძოლო მანქანებს განეკუთვნება ტანკი, საბრძოლო სადესანტო მანქანა, ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა, საბრძოლო სადაზვერვო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, თვითმავლი საარტილერიო ქვემეხი, აგრეთვე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის საბრძოლო მანქანები, საზენიტო სარაკეტო კომპლექსის და სახმელეთო სარაკეტო კომპლექსის გამშვები დანადგარები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]