დიდგორი 1
| დიდგორი I | |
|---|---|
|
| |
| ტიპი | ჯავშანტრანსპორტიორი |
| წარმომავლობის ქვეყანა |
|
| სამსახურის ისტორია | |
| შეიარაღებაშია | 2011 - დღემდე |
| იყენებენ |
|
| წარმოების ისტორია | |
| კონსტრუქტორი | სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ |
| მწარმოებელი | სსსტც „დელტა“ |
| რაოდენობა | 25 + |
| ვარიანტები |
დიდგორი 2 დიდგორი 3 |
| მახასიათებლები | |
| წონა | – 8200 კგ (საბრძოლო წონა 8850 კგ) |
| სიგრძე | 6120 მმ |
| სიგანე | 2350 მმ |
| სიმაღლე | 2350 მმ |
| გათვლა / ჯგუფეული | 7*2 ჯარისკაცი |
დიდგორი I — ჯავშანტრანსპორტიორი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ, რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.
ტექნიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯავშანტრანსპორტიორი შექმნიალია Ford F-550 ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილის ბაზაზე. მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა, დიდგორი-1 აღჭურვილია თერმული ვიზუალიზაციის კამერებით. ინფორმაცია კამერებისგან გადადის სამ სხვადასხვა მინიტორზე: ერთი მძღოლისთვის,ერთი მეთაურისთვის და ერთი დესანტისთვის. მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ღამის ხედვის სათავალით და „GPS“-ის ნავიგაციური სისტემით.
ჯავშანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას გააჩნია 3 ფენიანი სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
შეიარაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანქანის მულტიფუნქციური პლატფორმა საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟდეს შეიარაღების სხვადასხვა სისტემები, მათ შორის: სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო მოდულები, სადაზვერვო სისტემები და სხვა
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
- დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
- დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
- დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
- დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა
სურათები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომხმარებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველო - ზუსტი რაოდენობა უცნობია
საუდის არაბეთი - 100 ცალი მოდიფიკაცია : დიდგორი მედევაკი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი - „დელტას“ ოფიციალური ვებ-გვერდი
- დიდგორი ჯავშანტრანსპორტიორი, საქართველო
- დიდგორი დაარქივებული 2017-05-18 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||||||||
