დესიდერიუს ერასმუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დესიდერიუს ერასმუსი
Holbein-erasmus.jpg
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი 1469[1] [2]
დაბ. ადგილი როტერდამი[1]
გარდ. თარიღი არაუადრეს 11 ივლისი 1536 და არაუგვიანეს 12 ივლისი 1536
გარდ. ადგილი ბაზელი[1]
დასაფლავებულია ბაზელის საკათედრო ტაძარი
მოქალაქეობა ჩვიდმეტი პროვინცია
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და დედოფლის კოლეჯი
სამეცნიერო ხარისხი Doctor of Divinity

დესიდერიუს ერასმუს როტერდამუს (ნამდვ. სახელი გერჰარდ გერჰარდსი (Gerhard Gerhards); ზოგჯერ ცნობილი, როგორც დეზიდერიუს ერასმუს როტერდამელი ან ერაზმ როტერდამელი) (დ. 27 ოქტომბერი, 1466/1469, როტერდამი — გ. 12 ივლისი, 1536, ბაზელი) — რენესანსის პერიოდის ნიდერლანდელი ჰუმანისტი კათოლიკე ქრისტიანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი. წერდა ლათინურ ენაზე. ერაზმ როტერდამელმა უარყო შუა საუკუნეები სწავლა–აღზრდის სისტემა. გამოსცა «ახალი აღთქმა» ბერძნულ ენაზე, დაურთო საკუთარი ლათინური თარგმანი, რომელიც საფუძვლად დაედო ლუთერის ბიბლიის თარგმნას. გამოსცა ანტიკურ ავტორთა და ეკლესიის მამათა კრიტიკული ჟანრის თხზულებები. ჰუმანისტური იდეები ლიტერატურაში ყველაზე უფრო სრულყოფილად ერაზმ როტერდამელმა გამოხატა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაზმ როტერდამელის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებია სქოლასტიკის წინააღმდეგ მიმართული სატირა – "ქება სისულელისა", რომელშიც იგი ამხელს გაბატონებული ეკლესიის მანკიერებას, შუასაუკუნეობრივ ჩამორჩენილობას, უმეცრებას, აკრიტიკებს მთავრებსა და ომისმოყვარე თავადებს. ერაზმ როტერდამელის მიზანი იყო ანტიკურობის და ქრისტიანობის სინთეზით ქრისტიანული ჰუმანიზმის დაფუძნება. თავის თვალსაზრისს მან «ქრისტეს ფილოსოფია» უწოდა. მისთვის უმთავრესი იყო ადრინდელი ქრისტიანობის აღორძინება და ამასთან დაკავშირებით ანტიკური მეცნიერებისა და ხელოვნების დაფასება. მასვე ეკუთვნის ანდაზების კრებულები («Adagia»,1500), დიალოგები ("შინაური საუბრები",1518), კომენტარები, ფილოლოგიური თხზულებანი. ფილოსოფიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ტრაქტატი «ქრისტიანი მეომრის ხანჯალი»(1502).

მეტსახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კოდირებული სახელი დესიდერიუს ერასმუს როტერდამელი, შეიცავს შემდეგ სამ ელემენტს: ლათინური არსებითი სახელი დესიდერიუმ („ლტოლვა" ან „სურვილი“; ბერძნული ზედსართავი ἐράσμιος (erásmios) ნიშნავს „სურვილის მქონე“, და ასევე ერასმუს წმინდასაც ნიშნავს; და ბოლოს ლათინიზირებული ქალაქის სახელი როტერდამი (როტერდამუს = „როტერდამელი“).

ერასმუსი კლასიკური სწავლული იყო, ვისაც წმინდა ლათინური სტილით უყვარდა წერა და შერქმეულ მეტსახელს „ჰუმანისტების უფლისწულს“ სიამოვნებით ირგებდა. მას ასევე „ქრისტიანი ჰუმანისტების სამეფო დიდებასაც“ უწოდებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 171, თბ., 1979 წელი.
  • McDonald, Grantley. Biblical Criticism in Early Modern Europe: Erasmus, the Johannine Comma, and Trinitarian Debate (Cambridge and New York: Cambridge University Press, 2016)
  • Christ-von Wedel, Christine. Erasmus of Rotterdam: Advocate of a New Christianity (Toronto: University of Toronto Press, 2013)
  • Bietenholz, Peter G. Encounters with a Radical Erasmus. Erasmus' Work as a Source of Radical Thought in Early Modern Europe (Toronto: University of Toronto Press, 2009)
  • Dodds, Gregory D. Exploiting Erasmus: The Erasmian Legacy and Religious Change in Early Modern England (Toronto: University of Toronto Press, 2009)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]