დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (ბელაია-კალიტვა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (ბელაია-კალიტვა) — რუსეთი
დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (ბელაია-კალიტვა)
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბელაია-კალიტვა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2004-2007
გარე სურათები
ეკლესია 2015 წელს
ხედი სამრეკლოს მხრიდან

დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Державной иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ბელაია-კალიტვაში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას.

მისამართი: 347042, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი ბელაია-კალიტვა, სტანდარტსტროის ქუჩა № 18.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მრევლი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2002 წელს. ამავე წლის ნოემბერში გამოიყო დროებითი სათავსო ტაძრისათვის. მასში პირველი მსახურება ჩატარდა 2003 წლის 15 მარტს - დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების დღეს (ახალი სტილით; ძველი სტილით ეს მოხდა 2 მარტს).

2004 წლის იანვარში გათხარეს ახალი ეკლესიის საძირკველი და ჩადეს პირველი ქვა. შემოწირულობა გაიღო ქალაქ ბელაია-კალიტვის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლით სათავეში ჩამოყალიბდა ტაძრის სამეურვეო საბჭო. 2007 წელს დასრულდა ტაძრის მშენებლობა. ტაძრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. 2014 წელს საბოლოოდ დასრულდა ტაძრის მშენებლობა და შენობის შიგნით კედლები გაამზადეს მოსახატად.

2009 წლიდან ეკლესიის წინამძღვარი გახდა დიაკონი ვასილი ვალენტის ძე მაშტანოვი. 2015 წლის 5 მაისს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელი ვასილი მაშტანოვი აირჩიეს შარდინისა და დალმატოვის ეპარქიის ეპისკოპოსად[1] . მის მაგივრად დერჟავნაიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის ახალ წინამძღვრად დაინიშნა დიაკვანი ალექსანდრე ზაკინოვი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]