დემილიტარიზებული ზონა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|დემილიტარიზებული ზონა}} |
დემილიტარიზებული ზონა (შემოკლებით — დმზ) — კომპიუტერულ ტექნოლოგიებში წარმოადგენს კომპიუტერულ ქსელს ან მცირე ლოგიკურ ქვექსელს, რომელიც განლაგებულია დაცულ შიდა ქსელსა (მაგ.: შიდა-კორპორატიული ლოკალური ქსელი) და დაუცველ გარე ქსელს (მაგ.: ინტერნეტი) შორის.
დმზ-ში გაერთიანებული კომპიუტერები, როგორც წესი, წარმოადგენენ ვებ-სერვერებს, DNS-სერვერებს ან საფოსტო სერვერებს. რამდენადაც აღნიშნულ ზონას სისტემატიური კონტაქტი აქვს ინტერნეტთან, შესაბამისად იგი მუდმივად იმყოფება თავდასხმის საშიშროების ქვეშ. ამიტომ დმზ-ს ლოკალური ქსელის რესურსებთან წვდომა აკრძალული აქვს, თუმცა დმზ-ის რესურსები ყოველთვის ხელმისაწვდომია ლოკალური ქსელიდან. ეს უზრუნველყოფს ამ უკანასკნელის საიმედო დაცვას არასასურველი შეჭრისგან და იმავდროულად, დმზ-ში გაერთიანებული კომპიუტერების მიზანშეწონილ მართვას.
დმზ-ის შექმნა შესაძლებელია მრავალი დამცავი პროგრამული ან ტექნიკური უტილიტის მეშვეობით, ხშირად ამის საშუალებას Firewall-ის ინტერფეისი იძლევა.