დემეტრას წესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დემეტრას წესი — დიზაინის პრინციპები კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად, განსაკუთრებით ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში. ზოგად განმარტებაში დემეტრას წესი არის არამჭიდრო დაწყვილების (loose coupling) კონკრეტული შემთხვევა. ეს წესი შექმნა იან ჰოლანდმა 1987 წელს. დემეტრას წესი შეიძლება შეჯამდეს შემდეგ პუნქტებად:

  • თითოეულ ერთეულს უნდა ქონდეს შეზღუდული ცოდნა სხვა ერთეულებზე და ეს სხვა ერთეულებიც მასთან ახლოს მყოფი(აზრობრივად) უნდა იყოს.
  • თითოეული ერთეული უნდა ესაუბროს მხოლოდ საკუთარ მეგობრებს და არასოდეს უცნობებს.
  • ერთეული უნდა ესაუბროს მხოლოდ უშუალო მეგობრებს.

ამ წესს დაერქვა დემეტრას სახელი ქალღმერთ დემეტრას პატივსაცემად.

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში დემეტრას წესის უფრო კონკრეტული სახელია "დემეტრას წესი მეთოდების/ფუნქციებისთვის". ობიექტ A-ს შეუძლია გამოიძახოს ობიექტ B-ს მეთოდი, მაგრამ ობიექტი A არ უნდა მიწვდეს ობიექტ C-ს B ობიექტის გავლით.

უფრო ფორმალურად რომ ჩამოვაყალიბოთ, დემეტრას წესი მეთოდების/ფუნქციებისთვის მოითხოვს, რომ ობიექტ O-ს მეთოდ m-ს შეუძლია მხოლოდ შემდეგი ობიექტების მეთოდების გამოძახება:  

  1. O საკუთარი თავის
  2. m-ის პარამეტრების
  3. ნებისმიერი ობიექტის რომელიც შეიქმნა/ინიციალიზდა m-ში
  4. O-ს შემადგენელი კომპონენტი ობიექტები
  5. გლობალურ ცვლადს, რომელიც ხელმისაწვდომია m-დან

კერძოდ თავიდან უნდა ავირიდოთ იმ ობიექტების მეთოდების გამოძახება , რომელი ობიექტიც დაბრუნდა სხვა მეთოდის მიერ. ბევრ თანამედროვე ოოპ ენაში წერტილი გამოიყენება ობიექტის ველებზე წვდომისათვის, ამ შემთხვევაში დემეტრას წესი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ "გამოიყენეთ მხოლოდ ერთი წერტილი". მაგალითად, კოდი a.b.Method() არღვევს წესს და a.Method() არ არღვევს. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]