შინაარსზე გადასვლა

დეივიდ ედუარდ ჰიუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰიუზი.
დეივიდ ედუარდ ჰიუზი

დეივიდ ედუარდ ჰიუზი (ინგლ. David Edward Hughes; დ. 16 მაისი, 1831, ლონდონი — გ. 22 იანვარი, 1900, იქვე) — ინგლისელი ფიზიკოსი და გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1880).

1850-1854 წლებში ასწავლიდა ბარდსტაუნის კოლეჯში; ამავე კოლეჯში 1850 წლიდან იყო პროფესორი მუსიკისა და 1851 წლიდან ფიზიკის დარგში. 1855 წელს მიიღო პატენტი ასოთსაბეჭდ სატალეგრაფო აპარატზე, რომლის გამოყენება თავდაპირველად დაიწყეს აშშ-ში 1856 წლიდან, შემდეგ კი 1862 წლიდან ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც. სხვა გამომგონებლებისაგან დამოუკიდებლად 1878 წელს შექმნა ნახშირის მიკროფონი, ხოლო 1879 წელს — ინდუქციური სასწორი და ბგერათმზომი. ამავე წელს ჩაატარა ექსპერიმენტი ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, მაგრამ ვერ ახსნა მოვლენის ბუნება.