დედაციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დედაციხე — მთავარი ციხის აღმნიშვნელი ზოგადი ქართული ტერმინი ძველად (შდრ. დედაქალაქი). ლეონტი მროველი (XI ს.) იხსენიებს კახეთისა და სამშვილდეს დედაციხეებს. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) კახეთის დედაციხედ ბოჭორმას მიიჩნევდა. ქართულ წყაროებში დედაციხის სინონიმად გვხვდება აგრეთვე ტერმინი „თავადი ციხე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 3, გვ. 432, თბ., 1978