დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
გარეგნობა
(გადამისამართდა გვერდიდან დედამიწის მეცნიერებები)

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები — მეცნიერების დარგები, რომელთა კვლევის ობიექტია დედამიწა და მისი სხვადასხვა ასპექტები:
- გეოდეზია — საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგი, რომლის მიზანია დედამიწის ან მისი რაიმე ნაწილის ფორმისა და ზომის შესაწავლა მისი სიმრუდის დადგენის მიზნით.
- გეოლოგია — მეცნიერება დედამიწის მყარი საფარის (ქერქის) და მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
- გეოფიზიკა — მეცნიერება დედამიწის ქერქის, ოკეანეების და ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობისა და მოვლენების შესახებ.
- ეკოლოგია — მეცნიერება ცოცხალი არსებებისა და გარემოს ურთიერთობების შესახებ.
- მინერალოგია — მეცნიერება მინერალების შესახებ.
- მეტეოროლოგია — ატმოსფერული მოვლენების შემსწავლელი მეცნიერება.
- პალეონტოლოგია — ნამარხი ცხოველებისა და მცენარეულობის შემსწავლელი მეცნიერება.
- სეისმოლოგია — მეცნიერება მიწისძვრებისა და დედამიწის შიგნით სეისმური ტალღების მოძრაობის შესახებ.
- ფიზიკური გეოგრაფია — გეოგრაფიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ბუნებრივ ასპექტებს, ბუნებრივი ტერიტორიების სტრუქტურულ ნაწილებს. იგი მოიცავს აგრეთვე მეცნიერებათშორის დისციპლინებს: გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია, ჰიდროლოგია, გლაციოლოგია და ბიოგეოგრაფია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები — nplg.gov.ge