დეგერესული ცხვრები
დეგერესული ცხვრები — ნახევრად წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიშების ჯგუფი. გამოყვანილია ყაზახეთის ასსრ-ში ყაზახური დუმიანი ნერბის შეჯვარებით შროპშირისა და პრეკოსის ჯიშის ერკემლებთან. მაგარი კონსტიტუციისანი არიან, ჩონჩხი კარგადაა განვითარებული. ტანი კომპაქტურია, ოდნავ წაგრძელებული. დუმა რამდენადმე მცირე აქვს, ვიდრე — ყაზახურ ცხვარს. ერკემლის მასაა 100–115 კგ (უდიდესი უდიდესი 135 კგ), ნერბისა — 60–65 კგ (უდიდესი 90 კგ). ნაპარსი ერკემლისა 3,5–4 კგ (საუკეთესოსი 8 კგ), ნერბისა 2,5–3 კგ (საუკეთესოსი 4,5). მატყლის სიგრძეა 12–15 სმ, ნაპარსის გამოსავალი 65–68%. მატყლი მცირედ ცხიმოფლიანია. ყოფილ სსრკ-ში მისი მოშენების მთავარი რაიონი იყო ყაზახეთის სსრ; საუკეთესო სანაშენო ფარა მდებარეობდა ალმა-ათის ოლქის ბალხაშის რაიონის საბჭოთა მეურნეობა „ბაკანასკი“-ში («Баканасский»).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეგერესული ცხვრები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)