დართლოს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დართლოს სამაროვანი — ადრინდელი შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, სოფელ დართლოში (ახმეტის მუნიციპალიტეტი, ისტორიული თუშეთი), იახსრის მთაზე.

სამარხების ჯგუფი გათხარეს 1932 წელს (ხელმძღვ. გიორგი ჩიტაია); ქვის ერთ სამარხში მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა ორნამენტირებული ბალთა. აღნიშნული სამარხის ქვეშ, მიწაში, ნაპოვნია სასანური ხანის სარდიონის ინტალიო საბეჭდავი, ბრინჯაოს საყურე, ბეჭედი, სამაჯურის ფრაგმენტები, ბალთები, აბზინდა, ჯაჭვის ფრაგმენტები, ქვისა და მინის მძივები და სხვ. სოფელში გათხრილია აგრეთვე გვიანდელი შუა საუკუნეების ქვის სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა მიცვალებულისათვის ჩატანებული საყურეები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბალთები, სარკეები, სარდიონისა და მინის მრავალგვარი მძივები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]