ბალთა (სამკაული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალთა.

ბალთა, ტანსაცმლის (ჩვეულებრივ, სარტყლის) ან ცხენის აღკაზმულობის (ავშარა, აღვირი და სხვა) ლითონის სამკაული, ლითონის ფირფიტა, რომლის ზედაპირი მხატვრულადაა დამუშავებული, შემკულია სხვადასხვა გამოსახულებით, გავარსით, გრეხილით ან ფერადი თვლებით. ქვედაპირზე, ჩვეულებრივ, აქვს ყუნწი ქსოვილზე ან ტყავზე დასამაგრებლად. ზოგჯერ ამავე მიზნით ბალთას უკეთდებოდა ნახვრეტები.

საქართველოში ბალთა გვხვდება ბრინჯაოს ხანიდან. ცნობილია არმაზისხევში აღმოჩენილი ოქროს თვალედი ბალთები. ხანდახან უენო აბზინდასაც შეცდომით ბალთას უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. გაგოშიძე, ქსე, ტ. 2, გვ. 171, თბ., 1977
  • ი. გაგოშიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 345, თბ., 1997