დანაი გურირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დანაი გურირა
Danai Gurira (43606261602) (cropped).jpg
გურირა 2018 წელს San Diego Comic-Con-ზე
მშობ. სახელი Danai Gurira
დაბ. სახელი დანაი ჯეკესაი გურირა
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1978 (1978-02-14) (41 წლის)
გრინელი, აიოვა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • დრამატურგი
აქტიური 2004-დღემდე
საიტი ოფიციალური

დანაი ჯეკესაი გურირა (ინგლ. Danai Jekesai Gurira; (/dəˈn ɡʊˈrɪərə/; დ. 14 თებერვალი, 1978) — ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი. ყველაზე მეტად ცნობილია მიშონის როლით AMC-ის ტელესერიალში „მოსიარულე მკვდრები“, (2012–დღემდე), ისევე როგორც ოკოის როლით Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებში „შავი ავაზა“ (2018), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). 2013 წელს ჟურნალმა „People“ დანაი გურირა 100 ყველაზე ლამაზ ადამიანთა შორის დაასახელა.[1]

დაიბადა გრინელში, მასაჩუსეტსის შტატში, როდეზიელი (დღევანდელი ზიმბაბვე) ემიგრანტების ოჯახში. 1983 წელს გურირა ოჯახთან ერთად დაბრუნდა ზიმბაბვეში.[2] რამდენიმე წლის შემდეგ იგი კვლავ აშშ-ში დაბრუნდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა მაკალესტერის კოლეჯი, მოგვიანებით — ნიუ-იორკის უნივერსიტეტი.[3] 2005 წელს დაწერა პიესა „In the Continuum“, რამაც მოუტანა Obie-ისა[4] და Outer Critics Circle-ის ჯილდოები.[5] 2007 წელს მონაწილეობდა ფილმში „მნახველი“, ხოლო შემდეგში გამოჩნდა ფილმებში „აჩრდილთა ქალაქი“ (2008) და „წაიღე ჩემი სული“ (2010).

გურირა არის ბროდვეის პიესის „Eclipsed“ ავტორი, რისთვისაც ნომინირებული იყო ტონიზე.[6] ამას გარდა, მიღებული აქვს სატურნი[7] და სხვა ჯილდოები.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2004 კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვა Law & Order: Criminal Intent მარეი როსა
2007 მნახველი The Visitor ზაინაბი
2008 აჩრდილთა ქალაქი Ghost Town აჩრდილი
2009 სიცოცხლე მარსზე Life on Mars ანჯელა
2009 კანონი და წესრიგი Law & Order კორტნი ოუენსი
2010 სიცრუის თეორია Lie to Me მიშელ რუსო
2010 3 Backyards ქალი ლურჯ კაბაში
2010 წაიღე ჩემი სული My Soul to Take ჯინ-ბაპტისტი
2010–2011 Treme ჯილი
2011 მშფოთვარე ქალაქი Restless City სისი
2012–- მოსიარულე მკვდრები The Walking Dead მიშონი
2013 ჯორჯის დედა Mother of George ადენეკაი
2015 ფერიები: ლეგენდა ურჩხულზე Tinker Bell and the Legend of the NeverBeast ფირი
2017 2Pac: ნამდვილი ამბავი All Eyez on Me აფენი შაკური
2018 შავი ავაზა Black Panther ოკოი
2018 შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი Avengers: Infinity War ოკოი
2019 შურისმაძიებლები: დასასრული Avengers: Endgame ოკოი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Danai Gurira: Meet This Week's Most Beautiful. People (11 апреля 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-04-20. წაკითხვის თარიღი: 2013-04-19.
  2. Playscript: The Convert გვ. 70–71. Theatre Communications Group (სექტემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 ოქტომბერი, 2014. ციტატა: „The complete text of Danai Gurira's tumultuous journey into Zimbabwe's colonial history. Plus: a conversation with the playwright by Tim Sanford.“ წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2014.
  3. Danai Gurira – Playwriting Resume. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტობერი, 2014.
  4. Obie Award for Special Citations (Obie Award) – Winners. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.
  5. 2005–2006 Outer Critics Circle Award Nominations Announced. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2017.
  6. The Tony Award Nominees – Shows. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.
  7. The Academy of Science Fiction Fantasy and Horror Films. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 ივნისი, 2012. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.