დამწნილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დამწნილებაბოსტნეულის (კომბოსტო, ჭარხალი, კიტრი, წიწაკა, ბადრიჯანი და სხვა) დაკონსერვება რძემჟავა დუღილითა და მარილით (პროდუქტის წონის 2-3%). რძემჟავა წარმოიქმნება ნედლეულში არსებული შაქრის გარდაქმნით, რასაც რძემჟავა ბაქტერიები იწვევს. დამწნილებული ბოსტნეული კარგად ინახება 0°-იდან 2°C-მდე ტემპერატურაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]