დალია იციკი
დალია იციკი | |
ისრაელის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 2007 – 25 ივლისი, 2007 | |
წინამორბედი | მოშე კაცავი |
მემკვიდრე | შიმონ პერესი |
დაბადებული | 10 ოქტომბერი, 1952 იერუსალიმი ისრაელი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
რელიგია | იუდეველი |
დალია იციკი (ებრ. דליה איציק; დ. 20 ოქტომბერი, 1952, იერუსალიმი) — ისრაელის დროებითი პრეზიდენტი (25 იანვარი — 25 ივლისი 2007).[1] დაიბადა ერაყული წარმომავლობის ებრაულ ოჯახში. ისტორიული და ფილოლოგიური განათლება მიიღო იერუსალიმის ევროპულ უნივერსიტეტში და პედაგოგის დიპლომსაც დაეუფლა.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს ისრაელის შრომის პარტიის სიით მოხვდა ქნესეთის შემადგენლობაში, სადაც თითქმის ერთდროულად მუშაობდა საფინანსო, განათლებისა და კულტურისა და ქალთა საკითხების კომიტეტში. 1999-2001 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. 2001-2002 წლებში იყო ვაჭრობის მინისტრი, ხოლო 2005 წლის 28 ნოემბრამდე ასრულებდა კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობას. ამავე დღეს მან დატოვა შრომის პარტია და შეუერთდა არიელ შარონის მიერ დაარსებულ პარტიას „კადიმა“. 2006 წლის 4 მაისს კი აირჩიეს ისრაელის ახლადარჩეული პარლამენტის სპიკერად. 2007 წლის 25 იანვარს ისრაელის პრეზიდენტის მოშე კაცავის სკანდალური გადადგომის შემდეგ შეუდგა დროებითი პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას. 25 ივლისს კი პრეზიდენტის მოვალეობები გადააბარა ცნობილ ებრაელ პოლიტიკოსს და ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შიმონ პერესს.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დალია იციკი დალია გათხოვილია ჰყავს, სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Skard, Torild (2014) "Dalia Itzik" in Women of power - half a century of female presidents and prime ministers worldwide, Bristol: Policy Press, ISBN 978-1-44731-578-0, p. 37
წინამორბედი: მოშე კაცავი |
ისრაელის პრეზიდენტი 2007 |
შემდეგი: შიმონ პერესი |