დავით ხურციძე
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | დავით ხურციძე | ||
| დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1993 | ||
| დაბადების ადგილი |
ქუთაისი, | ||
| სიმაღლე | 1,77 მ | ||
| სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | ულისესი | ||
| ნომერი | 8 | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2011-2014 | ცსკა-2 მოსკოვი | 23 | (2) |
| 2013-2014 | → ზენიტი პენზა (იჯარით) | 16 | (2) |
| 2014 | → ტორპედო ქუთაისი (იჯარით) | 5 | (2) |
| 2014- | ულისესი | 3 | (0) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2012 | რუსეთი 17 წლ. | 2 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 სექტემბერი, 2014 | |||
დავით ხურციძე (დ. 4 ივლისი, 1993, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, რუსეთის მოქალაქე. სომხეთის საფეხბურთო კლუბ „ულისესის“ ნახევარმცველი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხურციძე მცველადაც თამაშობდა და ნახევარმცველადაც. 2012-13 წლების სეზონში მან „ცსკა“-ს დუბლებში 23 მატჩი ჩაატარა (19 სასტარტო შემადგენლობაში) და 2 გოლი გაიტანა. 2013 წლის 19 წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე (NextGen Series), „აიაქსის“ დუბლების წინააღმდეგ, სადაც ცენტრალური მცველის პოციციაზე იდგა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 45-ე წუთზე ანგარიში გახსნა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. ამავე წლის ზაფხულში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარის წესით პენზის „ზენიტში“ გადავიდა. 2014 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა, რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი თავკაცობს.[1][2] სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა სომხურ „ულისესში“ განაგრძო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქუთაისის "ტორპედო" - მატება მოსკოვიდან,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“%5B%5D, 3 თებერვალი, 2014.
- ↑ ქდავით ხურციძე: ნაკრებში ცსკა-დან არ გამომიშვეს,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“%5B%5D, 26 თებერვალი, 2014.