დავით ტვილდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დავით ტვილდიანი (დ. 14 თებერვალი, 1930,სოფელი რცხმელური, ლენტეხის რაიონი — გ. 23 ნოემბერი, 2010) — ქართველი ექიმი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1958–1961 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1969 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1969–1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, 1973–1975 წლებში პედიატრიული ფაკულტეტებისა და საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი; 1975–1989 წლებში პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1989–2000 წლებში სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1972–1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1989–1995 წლებში პრორექტორი სასწავლო დარგში. არის 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის — 3 გამოგონების, 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის მექანიკური გაღიზიანების გავლენა გულზე“, დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლის მოდელირება და მისი პათოგენეზის საკითხები“, დაიცვა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხარისხის მიმნიჭებელი კარდიოლოგიური სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1995–2000)
  • ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა სასერტიფიკაციო კომისია, თავმჯდომარე (1998–2003)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 — ღირსების ორდენი
  • 1990 — საქართველოს განათლების სამინისტროს პრემიის ლაურეატი
  • 1989 — მილანის უნივერსიტეტის მედალი
  • 1966 — სტოკჰოლმის მედიკო–ქირურგიული აკადემიის მედალი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გულის დაავადებათა ეკგ დიაგნოსტიკა (ავტორი). — თბილისი, სტ. "ნანი", 2007. - 352გვ.
  • კლინიკური ელექტროკარდიოგრაფია (ავტორი). — თბილისი, განათლება, 1991. - 416გვ.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის შესახებ (ავტორი). — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 147გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]