შინაარსზე გადასვლა

დავით კოვზირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით კოვზირიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
დავით კოვზირიძე
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
Magnum opus გელუჩა

დავით კოვზირიძე (ცნობილია როგორც — მძიმე კაცი) — ქართველი მწერალი და ჟურნალისტი.

დავით კოვზირიძე 1998 წლიდან ჟურნალისტად მუშაობს. წერდა სპორტულ ჟურნალ „ათიანში“. არის ჟურნალ ტაბულას მესვეტე. არის ავტორი და წამყვანი გადაცემა „მძიმე კაცთან“, რომელიც 2012 წლიდან ინტერნეტ პორტალ new.ge-ზე, ხოლო 2013 წლიდან — ტელეკომპანია ტაბულაზე გადის. 2011 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „გელუჩა".

დავით კოვზირიძე, ასევე, არის „2 ივნისის მოძრაობის“ აქტივისტი. მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა მარიხუანის დეკრიმინალიცაზიაა. თითქმის ყველა გადაცემაში, „მძიმე კაცი“ სტუმრებს ეკითხება მარიხუანის მოწევის გამოცდილებაზე, მის დეკრიმინალიზაციაზე და ა.შ.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]