დავით კვიცარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით კვიცარიძე

დავით კვიცარიძე (დ. 2 მაისი, 1920, ქუთაისი — გ. 1998) — ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით კვიცარიძე დაიბადა ქუთაისში, 1920 წლის 2 მაისს. დიდი სამამულო ომის დროს (1941-1943 წლებში) იყო ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის დაზვერვის უფროსი და რაზმის მეთაურის მოადგილე. 1943 წელს, ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში. 1957-1989 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული წიგნი (მოთხრობა პარტინაზებზე) „ორდიშევის ტყეში“ - 1957 წელს. ლექსების პირველი კრებული „გზა“ 1959 წელს გამოსცა. ავტორია ლექსისა „ქუთაისო“ (შენთან არის გული ჩემი), რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის პოპულარული სიმღერა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და პოლონურ ენებზე.

გარდაიცვალა 1998 წელს 77 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით კვიცარიძე, მწვანე ქალაქი. ქუთაისი. „საბჭოთა საქართველო“. 1979. 374 გვ.
  • დავით კვიცარიძე, ძეგლები მიწას არ ამძიმებენ. თბილისი. „საბჭოთა საქართველო“. 1977. 454 გვ.
  • დავით კვიცარიძე, ძებნილი. ქუთაისი. „მოწამეთა“. 527 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: