შინაარსზე გადასვლა

დავით ბააზოვის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ბააზოვის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ქვემო უბანი
წინა სახელები ალიმ რიჟინაშვილის შესახვევი, იერუსალიმის შესახვევი

დავით ბააზოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან ჰოვანეს თუმანიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ალიმ რიჟინაშვილის შესახვევი. შემდეგ იერუსალიმის შესახვევი ერქვა. თბილისის მთავარი რაბინის წინადადებით ქუჩას 1998 წელს დავით ბააზოვის სახელი ეწოდა.