დავით ავაზაშვილი
იერსახე
დავით ზაქარიას ძე ავაზაშვილი (დ. 3 სექტემბერი/16 სექტემბერი, 1911, ყვარელი — გ. 20 მარტი, 1984, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკოს მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1937 წელს დაამთავრა თსუ. 1956–1984 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. იკვლევდა დიფრაქციის მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, დრეკადობის თეორიისა და სხვა საკითხებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 114.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 58.