დავითის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითის ციხე — სასაზღვრო ციხე დარიალის ხეობაში, ისტორიულ ხევში (ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).

ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, ეს ციხე აგებული უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მიერ და მდებარეობდა სოფელ გველეთის ჩრდილოეთით მდ. ქისტის წყლის (ქისტურის, ახლანდ. ხდისწყლის) ნაპირზე, დარიალის კარის სამხრეთით. XIX საუკუნის II ნახევარში ციხის მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • დავითის ციხე // „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740 გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013.