დავეწიოთ და გავუსწროთ
იერსახე
დავეწიოთ და გავუსწროთ (რუს. Догнать и перегнать) — საბჭოთა კავშირის ოლქების და ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის მუშაკთა ზონალური ყრილობაზე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის 1957 წლის 22 მაისის გამოსვლის ლოზუნგი. იგი მოუწოდებდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით დაწევისკენ და გასწრებისკენ.
ცნობილია ხრუსშჩოვის განცხადება 1980 წლისთვის კომუნიზმში შებიჯების შესახებ. ასევე მისი მიმართვა კაპიტალისტური ქვეყნებისადმი „ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“, პერიოდიდან როდესაც საბჭოთა კავშირი შესამჩნევ ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა.
ლოზუნგის ხალხში გავრცელებული გაშარჟებული ვარიანტია „დავეწიოთ და გავუსწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს“.