დადეში (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადეში (მრავალმნიშვნელოვანი).
ნასოფლარი
დადეში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი სულდა
კოორდინატები 41°31′42″ ჩ. გ. 43°13′37″ ა. გ. / 41.52833° ჩ. გ. 43.22694° ა. გ. / 41.52833; 43.22694
დადეში (ნასოფლარი) — საქართველო
დადეში (ნასოფლარი)
დადეში (ნასოფლარი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დადეში (ნასოფლარი)

დადეშინასოფლარი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტის თანახმად „კვალად მტკვარს მოერთვის, კოხტას ხევის შესართავს ზეით, დადეშის-ხევი, გამომდინარე ერუშეთის მთისა. დადეშს არს მონასტერი... აწ ცალიერი.“ დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით „დადეშის ეკლესია მდებარეობს აწინდელ ახალციხის მაზრაში, მტკვრის შენაკადის დადეშისწყლის მარჯვენა ნაპირზე“[1]. 1852 წლის ერთ საბუთში ნათქვამია: საქმე ყირხქესალოვის მიერ უკანონოდ დაუფლების შესახებ სოფელ დადეშის მეორე ნაწილისა...[2] ადგილობრივი, ნიკოლოზ დიასამიძის ცნობით „ყოფილ დადეშ სოფელს ორი ძველი ნასოფლარი აქვს, ერთი მის ზემოთ და მეორე მის ქვემოთ, მტკვრიდან ერთი კილომეტრის მანძილზე; ზემო დადეშს ძველ დადეშს (თურქულად — ვერანა დადეში) ეძახიან, ქვემოს კი უწოდებენ ნიკოლოზის გვერდს...“

სოფელი აღნიშნულია მეფის რუსეთის ერთვერსიანსა და საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე: იგი ერკოტა და ქუცნა სოფლებს შუა მდებარეობდა. დადეშის მდებარეობა უფრო ზუსტდება ერთი საარქივო საბუთის მონაცემით:

ვიკიციტატა
„Дадеш — деревня, половина козенная, половина помещичья; при родниках: Мазмянтцкаро и Тхисцкаро, на возвышенном месте по косогору, под подошвою кургана Тбисгора и над оврагом Партиза[3].“

როგორც ზემოთ არის აღნიშნული იყო ზემო და ქვემო დადეში. აქ აღწერილი ქვემო დადეშია, ხოლო ზემო დადეშხე, რომელსაც ახლა ძველ დადეშს ანუ ვერანა დადეშს ეძახიან, ამ საბუთში შემდეგია ნათქვამი:

ვიკიციტატა
„Дадеш — пустошь, половина козенная, половина помещичья; при роднике Дзвели Дадешисцкаро, на косогоре под подошвою горы Бера и курганом Сакдриссери, около горы Цминдагеоргис сери...“

1949 წლის 2 აგვისტოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებით დაცარიელებული სოფელი გაუქმდა[4].

ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: დადეშისა და ზემო დადეშის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 247-248, თბ., 1958.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 16222
  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 16223

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бакрадзе Д. Кавказ в древних памятниках христианства, ст. 43
  2. სცია, ფ. 73, ს. 136
  3. სცია, ფ. 74, ს. 158, გვ 41v
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-11 (23-24), გვ. 6, თბ., 1949 წ. ISSN 0203-2023