დაბალი ტატრების ეროვნული პარკი
იერსახე
| დაბალი ტატრების ეროვნული პარკი Národný park Nízke Tatry | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
| მდებარეობა | ბანსკა-ბისტრიცის მხარე, ჟილინის მხარე, პრეშოვის მხარე - ცენტრალური სლოვაკეთი |
| ფართობი | 72 800 ჰა (728 კმ2) |
| დაარსდა | 1978 წ. |
დაბალი ტატრების ეროვნული პარკი (სლოვაკ. Národný park Nízke Tatry; აბრ. NAPANT) — ეროვნული პარკი სლოვაკეთში. ერთ-ერთი სლოვაკეთის ცხრა ეროვნული პარკიდან. დაარსდა 1978 წელს. მდებარეობს ბანსკა-ბისტრიცის, ჟილინისა და პრეშოვის მხარეების ტერიტორიაზე, დაბალი ტატრების არეალში. პარკის ფართობი 728 კმ2-ია, რითაც სიდიდით მეორე ეროვნული პარკია სლოვაკეთში, თუმცა ბუფერული ზონების ჩათვლით უდიდესია. პარკის ბუნებრივ საზღვრებს წარმოადგენს მდინარეების ვაგისა და ჰრონის ხეობები. პარკის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს მთა დიუმბიერი (2043 მ).