დაბალი ტატრები
იერსახე
| დაბალი ტატრები | |
|---|---|
მთები დიუმბიერი და ხოპოკი | |
| კოორდინატები: 48°57′ ჩ. გ. 19°30′ ა. გ. / 48.950° ჩ. გ. 19.500° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | დიუმბიერი |
| სიმაღლე | 2043 მ |
დაბალი ტატრები (სლოვაკ. Nízke Tatry) — ქედი სლოვაკეთში. მაქსიმალური სიმაღლე 2043 მ (მთა დიუმბიერი). აგებულია გრანიტებით, კრისტალური ფიქლებითა და გნაისებით, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია მთავარ ქედსა და სამხრეთ ფერდობებზე. დამახასიათებელია კარსტული მღვიმეები. არის ძველი გამყინვარების ნიშნები. განვითარებულია ტურიზმი.