გუჯრის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუჯრის ციხე, საკირის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში. ციხე სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5-2 კილომეტრზე მდებარეობს. ციხის კედლებმა ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია. სამშენებლო მასალად ნამსხვრევი ქვაა გამოყენებული. ციხეს მისი არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე VIII-XIII საუკუნეებით ათარიღებენ.

საკირის ციხის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის მდეობარეობდა ისტორიული თორისა და ციხისჯვრიდან სამცხე-საათაბაგოს გზაზე. აქედან გამომდინარე, მისი მთავარი ფუნქცია აღნიშნული გზის შეკვრა და გაკონტროლება იყო. საკირის ციხეს თავისი ეკლესიაც ჰქონია, რომელსაც ადრეული ხანისად მიიჩნევენ. 1745 წელს ახალციხის ასაღებად წასულმა ქართლის ჯარმა საკირის ციხე დაიკავა. თუმცა 1747 წელს ციხე ლეკებმა ათასი კაცით აღნიშნული ციხე აიღეს:

ვიკიციტატა
„გამოვიდნენ ბელადები ლეკისა ათასის კაცით, შემოიარეს ქართლი, მოვიდნენ, აიღეს საკირის ციხე.“

1770 წელს ასპინძის ბრძოლის წინ ერეკლე II და ტოტლებენი სადგერის ციხეში მისულან. ტოტლებენს აქ დაუტოვებია 400 კაცი თავისი ბარგით და 6 ზარბაზანი, თავად კი თორის გავლით საკირის ციხესთან შეხვედრია ერეკლე მეფეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • ბერძენიშვილი დ., სამცხის ისტორიული გეოგრაფიიდან (ლომსიანთა), მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, ახალციხე 2000
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10, ახალციხე 2011
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გელაშვილმა გ., ტ. I, თბ., 1962
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
  • მელითაური კ., შოშიაშვილი ნ., ხანთაძე შ., და ჯამბურია გ., ვარძია. გზამკვლევი, თბ., 1955
  • ორბელიანი პაპუნა, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., 1981
  • Цагарели А. А. Грамоты и другие исторические документы, т. II , вып. I, Спб
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 79-80