გურამ რჩეულიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ რჩეულიშვილი
Rcheulishvili.jpg
დაბ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
გარდ. ადგილი გაგრა
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი – გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.

გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]