გურამ ბედოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ ბედოშვილი
დაბ. თარიღი 4 იანვარი 1932(1932-01-04)
დაბ. ადგილი ანანური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 8 იანვარი 2010(2010-01-08) (78 წლის)
საქმიანობა მწერალი, პედაგოგი და ფილოლოგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

გურამ ბედოშვილი (დ. 4 იანვარი, 1932, დუშეთის რაიონი, სოფელი ანანური — გ. 8 იანვარი, 2010) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი.

1960 წელს დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1962-65 წლებში იყო აღნიშნული განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1965-72 წლებში ასრულებდა ინსტიტუტის სწავლული მდივნის მოვალეობას, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მიზნით; ხოლო 1975 წელს იგი არჩეულ იქნა ინსტიტუტის სწავლულ მდივნად და 1982 წლამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე.

1982 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1993-2006 წლებში — ონომასტიკური კვლევის პრობლემური ლაბორატორიის გამგე, 2006-2009 წლებში — ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

მისი სამეცნიერო ინტერესის საგანი იყო ქართული ისტორიული ტოპონიმიკა, გეოგრაფიულ სახელთა სისტემა. საკანდიდატო დისერტაცის თემა — „ერწო-თიანეთის ტოპონიმიკის ძირითადი საკითხები“, დაიცვა 1975 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს, თემა — „ქართული ტოპონიმიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები“.

იყო ასოციაცია „არაგველის“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]