შინაარსზე გადასვლა

გულაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულაბისაქართველოში გავრცელებული ენდემური მსხლის ჯიში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა. აქვს მოყვითალო-ლიმონისფერი ნაზი კანი. თეთრი, ტკბილი, მდნარი, წვნიანი, არომატული რბილობი, რბილობში იშვიათად ჩნდება გამერქნებული უჯრედები. მწიფდება აგვისტოს დასაწყისში. არატრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. ხე ინტენსიურად იზრდება, მაგრამ მოსავალს გვიან იძლევა (მყრნობიდან 8-10 წლის შემდეგ), ისხამს უხვად და რეგულარულად. საქართველოს მეხილეობის რაიონებში ფართოდ არის გავრცელებული გულაბის კლონური ჯგუფები: თბილისური, კახური, ქართლური, ახალციხური, ლეკური და სხვა. სოკოვანი დაავადებებიდან გულაბს ქეცი აზიანებს.