გრძელფრთიანი ღამურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრძელფრთიანი ღამურა

გრძელფრთიანი ღამურა (ლათ. Miniopterus schreibersii) — ძუძუმწოვარი ცხოველი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა. რეგისტრირებულია ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, თბილისსა და მის შემოგარენში. ბინადრობს ტაძრებისა და სამრეკლოების გუმბათებს ქვეშ, სახლების სხვენში, გამოქვაბულებსა და ხის ფუღუროებში. შემოდგომით დიდდიდ გუნდებად მიფრინავს სამხრეთით (ინდოეთი, აფრიკა). მაისის ბოლოს – ივნისში შობს 1–2 ნაშიერს. გრძელფრთიანი ღამურა ანადგურებს მავნე მწერებს. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]